ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 18
თარიღი: 2016-12-01
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა  №18
2016 წლის 1 დეკემბერი
ქალაქი ბათუმი


თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების სახეობების ჩამონათვალისა და ტერიტორიული ზონების განსაზღვრის შესახებ, სადაც აკრძალულია ან/და შესაძლებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 20 მაისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაბაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1. 
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების სახეობების ჩამონათვალისა და ტერიტორიული ზონების განსაზღვრის შესახებ, სადაც აკრძალულია ან/და შესაძლებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 20 მაისის №22 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებიდან ამოღებულ იქნას ტერმინი (მათ შორის სათაურიდან) „ლატარია, ლატარიის, ლატარიების“.
ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა
გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ ტერიტორიულ ზონაში მდებარე შენობა-ნაგებობების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა დასაშვებია თვითმმართველ ქ. ბათუმის მთელ ტერიტორიაზე მდებარე იმ შენობა-ნაგებობებში, სადაც ფუნქციონირებს არანაკლებ 20-ნომრიან სასტუმროებში (რომელსაც აქვს არანაკლებ 20 მოქმედი, ექსპლუატაციაში გაშვებული ნომერი) და/ან ფუნქციონირებს სამორინე.“.
2. დადგენილება კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილი ქ. 30), უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


  საკრებულოს თავმჯდომარის                                              
  მოვალეობის შემსრულებელი                                                             ლაშა სირაბიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები