2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქ. ბათუმში, აღმაშენებლის უბანში, ტაბიძის ქუჩის I ჩიხის დამატების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. ბათუმში, აღმაშენებლის უბანში ტაბიძის ქუჩას დაემატოს ტაბიძის ქუჩის I ჩიხი, თანახმად თანდართული სქემატური რუკისა.
2. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიამ (რ. ჩხაიძე) უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების გაზეთ „აჭარაში“ გამოქვეყნება და განკარგულების შესრულების მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე