ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 53
თარიღი: 2016-10-25
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა  

„თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის №125 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის  შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შეტანილი იქნას ცვლილება „თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის №125 განკარგულებაში და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, ყოფილი „ბითმაჟი“-ს ტერიტორიაზე მდებარე 60616,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი 05.30.31.010)“.
2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო  სასამართლოში (მის: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. #30) მისი კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.    

 

 

საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი,

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე                                                                    ლაშა სირაბიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები