ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 5
თარიღი: 2012-01-17
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 


გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა 

 

ქ. ბათუმში, თამარის უბანში ახალ დასახლებაში, ტბეთის ქუჩიდან შემავალი საავტომობილო  გზის ქუჩად  ჩამოყალიბებისა  და აფხაზეთის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე  მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ   გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ქ. ბათუმში, თამარის უბანში ახალ დასახლებაში ტბეთის ქუჩიდან  შემავალი  საავტომობილო გზა ჩამოყალიბდეს ქუჩის სტატუსით და მიენიჭოს აფხაზეთის ქუჩის სახელი.

2. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიამ (რ. ჩხაიძე) უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების გაზეთ „აჭარაში“ გამოქვეყნება და განკარგულების შესრულების მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის დასახლების კვარტლებად დაყოფა და სახლების შესაბამისი ნუმერაცია.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                  გიორგი კირთაძე 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები