ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 17
თარიღი: 2016-10-27
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქის ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №17

2016 წლის 27 სექტემბერი
ქალაქი ბათუმი


„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძველის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს : 
მუხლი 1.
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში (სსმ, 24.09.2012 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების  მე-4  მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 4.10. და 4.11. პუნქტები:
„4.10. დადგინდეს (გარდა სსზ-3-ში არსებული მრავალბინიანი სახლებისა, ასევე იმ მრავალბინიანი სახლებისა, რომლებსაც ამ ცვლილების ამოქმედებამდე დაუდგინდათ მიწის ნაკვეთების საზღვრები) ერთსართულიანი, ორსართულიანი და სამსართულიანი  მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის მიწის ნაკვეთის საზღვრები:
ა) ერთსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2 = 0.6-მდე;
ბ) ორსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2 = 0.8-მდე;
გ) სამსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2 = 1.3-მდე.
4.11. ერთსართულიანი, ორსართულიანი და სამსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის ფართობის დადგენისას განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2) განისაზღვროს მხოლოდ თავისუფალ (დაურეგისტრირებელ) მიწის ნაკვეთებზე.“.

მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი,

საკრებულოს თავმჯდომარის
მოადგილე                                                                                                        ლაშა სირაბიძე

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები