2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
პირადი განცხადების საფუძველზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჭეიშვილის თანამდებობიდან გადადგომის ცნობად მიღების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის მიზნით პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გადადგა ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი,
საკრებულოს თავმჯდომარის
მოადგილე ლაშა სირაბიძე