2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობისათვის საწვავის ყოველთვიური ლიმიტების დაწესების შესახებ“ თვითმმართველი - ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 30 დეკემბრის №88 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობისათვის საწვავის ყოველთვიური ლიმიტების დაწესების შესახებ“ თვითმმართველი - ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 30 დეკემბრის №88 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის განხორციელებისათვის ხელშეწყობის მიზნით განისაზღვროს საკრებულოს და საკრებულოს აპარატის სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობისათვის საწვავის ყოველთვიური ლიმიტი შემდეგი ოდენობით:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის სამსახურებრივი ავტომანქანისათვის - 300 (სამასი) ლიტრი;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის (მოადგილეების) სამსახურებრივი ავტომანქანი¬სათვის - 200 (ორასი) ლიტრი;
გ) საკრებულოს თანამდებობის პირების (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილისა) სამსახურებრივი ავტომანქანისათვის, საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსის სამსახურებრივი ავტომანქანისათვის - 150 (ას ორმოცდაათი) ლიტრი;
დ) საკრებულოს აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეების სამსახურებრივი ავტომანქა-ნისათვის - არაუმეტეს 100 (ასი) ლიტრი, რომლის კონკრეტული ოდენობა აღნიშნული ზედა ზღვარის ფარგლებში განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით;
ე) საკრებულოს მორიგე ავტომანქანისთვის ლიმიტის ოდენობა განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი