ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 49
თარიღი: 2016-09-08
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

 

„საარჩევნო-სააგიტაციო მასალის განთავსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ ქ. ბათუმის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 6 ივლისის №28 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „საარჩევნო-სააგიტაციო მასალის განთავსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ ქ. ბათუმის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 6 ივლისის #28 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) განკარგულების მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) შავშეთისა და ბაქოს ქუჩების გადაკვეთიდან იაკობ გოგებაშვილისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩის კვეთასთან არსებულ წრიულამდე ბაქოს ქუჩის ორივე მხარეს, იაკობ გოგებაშვილისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩის კვეთასთან არსებული წრიულიდან ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩის კვეთამდე ილია ჭავჭავაძის ქუჩის ლუწ მხარეს, ილია ჭავჭავაძისა და ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩების კვეთიდან ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩისა და მისი გაგრძელების წარმოსახვითი ხაზის გავლით შავი ზღვის სანაპირომდე ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩის კენტ მხარეს, აღნიშნული ადგილიდან ზღვის სანაპიროს გავლით შავშეთის ქუჩის გაგრძელების წარმოსახვით ხაზთან გადაკვეთამდე ზღვის სანაპიროს ჩათვლით და აღნიშნული ადგილიდან წარმოსახვითი ხაზის შავშეთის ქუჩასთან შეერთებამდე მოქცეულ ტერიტორიულ ზონაში არსებულ ყველა შენობა-ნაგებობაზე, გარდა სამშენებლო ტერიტორიების შემოსაზღვრული დროებითი ღობეებისა, აგრეთვე გარდა საარჩევნო კამპანიის მიზნებისათვის, საარჩევნო პერიოდში ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობით განთავსებული დროებითი ნაგებობებისა და იმ შენობა-ნაგებობებისა, სადაც განთავსებულია საარჩევნო სუბიექტების ოფისები (ტექსტური ნაწილი);“.
ბ) განკარგულების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. წინამდებარე განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ ადგილებზე განთავსებული სტენდები რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტებზე განაწილდეს თანაბრად.  სააგიტაციო მასალის გამოკვრა და გამოფენა განხორციელდეს იმ ფორმით, რომ დაცული იქნეს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების თანაბარი შესაძებლობა ისარგებლონ სააგიტაციო მასალის გამოსაკრავად და გამოსაფენად განკუთვნილი ადგილებით. საარჩევნო სუბიექტებს უფლება აქვს დასახელებულ საარჩევნო სტენდზე გააკრას საარჩევნო პლაკატი შემდეგი ზომებით: სიგრძე არაუმეტეს 60 სმ, სიგანე არაუმეტეს 42 სმ. (A2 ფორმატი).  ერთ ადგილას ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ გასაკრავი საარჩევნო პლაკატების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება ამ ადგილას დადგმული სტენდების ფართობის გათვალისწინებით (ამ მიზნით ქ. ბათუმის მერია ვალდებულია თითოეულ სტენდზე განათავსოს შესაბამისი საინფორმაციო ნიშანი), მაგრამ სტენდები დადგმული უნდა იყოს იმ რაოდენობით, რომ თითოეულმა საარჩევნო სუბიექტმა თითოეულ ადგილზე განათავსოს მინიმუმ ერთი საარჩევნო პლაკატი მაინც.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

                საკრებულოს თავმჯდომარე                                                                  ირაკლი ჭეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები