ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 47
თარიღი: 2016-09-08
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
 

მრავალშვილიანი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ბინების საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე  ქ. ბათუმის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №35 დადგენილებით გათვალისწინებული „მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 
1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინების საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე შემდეგ მრავალშვილიან ოჯახებზე:
ა) შაქრო ქადიძეს (პ/№61001072105), ნინა ივანიაძეს (პ/№61001072658), მარიამი ქადიძეს (პ/№61001077581), ჯონი ქადიძეს (პ/№61301088876), მანანა ქადიძეს (პ/№61701088875), ანა ქადიძეს (პ/№61350003063), რეზო ქადიძეს (პ/№61650017486), ალექსანდრე ქადიძეს (პ/№61250026404), ია ივანიაძეს (პ/№61450018669) საკუთრების უფლებით გადაეცეთ ქ.ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქ. №1-ში არსებული 126,0 კვმ საერთო ფართის №31 საცხოვრებელი ბინა (ბლოკი „ბ“; სართული მე-2; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.23.04.051.01.031).
ბ) ირინა სალკოვას (პ/№55001027454), თეონა სალკოვას (პ/№61101099554), ჯანეტა სალკოვას (დაბ. 2000 წ. 8 მარტი), ანეტა სალკოვას (პ/№61101094345), ლიკა სალკოვას (პ/№61501094344), საბა სალკოვის (პ/№61350003583), დაშა სალკოვას (პ/№61150022551), ანამარია სალკოვას (პ/№61250029297), რუსუდან სალკოვას (პ/№61950036844) საკუთრების უფლებით გადაეცეთ ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქ. №1-ში არსებული 126,0 კვმ საერთო ფართის №11 საცხოვრებელი ბინა (ბლოკი „ა“; მე-2 სართული; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.23.04.051.01.5032).
2. დაევალოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას (გ. ერმაკოვი) უზრუნველყოს:
ა) ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქ.№1-ში არსებული 126,0 კვმ ფართის №31 საცხოვრებელი ბინის (ბლოკი „ბ“; სართული მე-2; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.23.04.051.01.031) სარემონტო სამუშაოების ფულადი ანაზღაურების - 31 500 (ოცდათერთმეტი ათას ხუთასი) ლარის გადახდა წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.

ბ) ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქ.№1-ში არსებული 126,0 კვმ ფართის №11 საცხოვრებელი ბინის (ბლოკი „ა“; მე-2 სართული; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.23.04.051.01.5032) სარემონტო სამუშაოების ფულადი ანაზღაურების - 31 500 (ოცდათერთმეტი ათას ხუთასი) ლარის გადახდა წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.
3. ეთხოვოს საქართველოს იუსტიციის სამი¬ნის¬ტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს წინამდებარე განკარგულებით გათვალისწინებულ საცხოვრებელ ბინებთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში მოახდინოს შემდეგი შინაარსის შეზღუდვის რეგისტრაცია: „მესაკუთრეს საკუთრების უფლების მოწმობის მიღებიდან მომდევნო 10 წლის განმავლობაში ეკრძალება საკუთრებაში გადაცემული ბინის გაყიდვა, გაქირავება, უფლებრივად დატვირთვა ან სხვა ნებისმიერი ფორმით განკარგვა.“. 
4. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართ¬ლო-ში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 


საკრებულოს თავმჯდომარე                                                 ირაკლი  ჭეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები