2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №15
2016 წლის 8 სექტემბერი
ქალაქი ბათუმი
„გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის
განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1.
შეტანილ იქნას ცვლილება „გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №36 დადგენილებაში (სსმ V, #65, 17.12.2010, მუხ.1951, სარეგისტრაციო კოდი: 240120100.35.132.016020) და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
ა) მე–5 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა ელექტრონული ან საჯარო აუქციონის ფორმით და მისი მიზანია ქ. ბათუმის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიეცეს ნებართვის იმ მაძიებელს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და წინამდებარე წესის შესაბამისად.“.
ბ) მე–6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყის ფასს (სარეკლამო საშუალების კვადრატობის ან მიღებული შემოსავლის პროცენტის მიხედვით) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით აუქციონის გამოცხადებამდე განსაზღვრავს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
გ) მე–7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. აუქციონის ჩატარების ორგანიზება და აუქციონის ჩატარების წესი
1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად ელექტრონული ან საჯარო აუქციონის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. აუქციონის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებით (სამართლებრივი აქტი) დგინდება სანებართვო და აუქციონის პირობები.
2. აუქციონის ჩატარების ორგანიზებას ახორციელებს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო/მის მიერ უფლებამოსილი პირი (აუქციონატორი)
3. ელექტრონული აუქციონის ფორმით გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ხოლო ვაჭრობა მიმდინარეობს ვებგვერდზე www.eauction.ge. საჯარო აუქციონის ფორმით გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში, ხოლო საჯარო აუქციონი ტარდება მისი გამოცხადების დღიდან ოცდამეათე კალენდარულ დღეს, იმ შემთხვევაში, როდესაც საჯარო აუქციონის გამოცხადებიდან ოცდამეათე კალენდარული დღე ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან დასვენების დღეს, განაცხადების მიღება გრძელდება და წყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) აუქციონატორის დასახელებას;
ბ) ნებართვის სახეს;
გ) ელექტრონული აუქციონის დაწყების და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 30 კალენდარულ დღეზე მეტი. ხოლო საჯარო აუქციონის შემთხვევაში - განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღსა და ადგილს (მისამართს);
დ) ნებართვის მოქმედების ვადას;
ე) ნებართვის გაცემის საწყის წლიურ ფასს;
ვ) „ბეს“ ოდენობას;
ზ) ბიჯის სიდიდეს;
თ) ელექტრონული ან საჯარო აუქციონის ჩატარების წესს;
ი) ელექტრონული ან საჯარო აუქციონის პირობებს/ნებართვის გაცემის პირობებს;
კ) აუქციონატორის საკონტაქტო ინფორმაციას, ხოლო საჯარო აუქციონის შემთხვევაში, ასევე განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი);
ლ) ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას.
5. ნებართვის მაძიებლად მიიჩნევა და აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ან ამ პირთა გაერთიანებას.
6. ელექტრონულ ან საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღებით აუქციონის მონაწილე (ნებართვის მაძიებელი) ადასტურებს, რომ ის იღებს ვალდებულებას გამარჯვების შემთხვევაში სრულად დააკმაყოფილოს გამოცხადებული სააუქციონო პირობები, აღნიშნული ასევე გულისხმობს გარე რეკლამის განთავსებისათვის დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებას.
7. აუქციონში (ელექტრონული/საჯარო) მონაწილეობის პირობები და აუქციონის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად, წინამდებარე წესის თავისებურებათა გათვალისწინებით.
8. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით წინამდებარე წესით განსაზღვრულ დისკრეციულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ყველა გადაწყვეტილება (კონკრეტულ შემთხვევაში ნებართვა უნდა გაიცეს გარე რეკლამის გავრცელების გეგმის საფუძველზე თუ მის გარეშე, გარე რეკლამის განთავსების ფასი უნდა განისაზღვროს კვადრატულ მეტრზე დაწესებული ფიქსირებული თანხისა თუ ნებართვის მფლობელის მიერ ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის ან წმინდა მოგების პროცენტის მიხედვით და სხვა) დადგენილი წესით მიიღება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ.“.
დ) მე–7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–71 მუხლი:
„მუხლი 71. ხელშეკრულების გაფორმების წესი
1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან/ხოლო საჯარო აუქციონის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმზე მის მიერ ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში აუქციონატორთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა ნებართვის მფლობელს გადაეცემა ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე. ნებართვის მეორე ეგზემპლარი რჩება ნებართვის გამცემთან.
2. აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი „ბე“ ეთვლება გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის ნებართვის ფასის ოდენობაში.
3. ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს:
ა) გაცემული ნებართვის სახე;
ბ) სანებართვო პირობები;
გ) ნებართვის ფასი და მისი გადახდის წესი;
დ) მხარეთა უფლება-მოვალეობები.
ე) მოქმედი კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით ნებართვის მფლობელისათვის გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის ფორმები და დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობები;
ვ) ნებართვის მოქმედების ვადა;
ზ) სხვა აუცილებელი პირობები.“.
ე) მე–8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ვადა
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 წლისა და არაუმეტეს 10 წლის ვადით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების კონკრეტული ვადა განისაზღვრება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად აუქციონის გამოცხადების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტით. აღმასრულებელი ორგანო, უფლებამოსილია გააგრძელოს გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა (შეიტანოს ცვლილება ნებართვაში), ამ მუხლით განსაზღვრული ნებართვის მოქმედების ვადის ზედა ზღვრამდე (10 წელი).“.
ვ) მე–11 მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–21 პუნქტი:
„21. სანებართვო/ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების/ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში ნებართვის მფლობელი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, კერძოდ:
ა) თანხის (ნებართვის ფასი) გადაუხდელობის შემთხვევაში – გადაუხდელი თანხის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) ნებართვის მფლობელის მიერ აუქციონის ან/და სანებართვო პირობების/სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებში, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ნებართვის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი