2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ქ. ბათუმი
17 - იანვარი, 2012 წელი
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №2
ზოგიერთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის პროცესის (წარმოების) დაწყების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 38-ე მუხლისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 13 დეკემბრის №129 განკარგულების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დაწყებულ იქნეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიერ დაფუძნებული (თვითმმართვე-ლი ქალაქის - ბათუმის დაქვემდებარებაში არსებული) შემდეგი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ლიკვიდაციის პროცესი (წარმოება):
ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლა;
ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - ქ. ბათუმის ზაქარია ფალია-შვილის სახელობის სამუსიკო სკოლა-თერთმეტწლედი;
გ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - ქ. ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლა-ცხრაწლედი;
დ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - ქ. ბათუმის კომპლექსური სასპორტო სკოლა;
ე) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - ქ. ბათუმის შოთა ზამთარაძის სახელობის სამხატვრო სკოლა;
ვ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - ქ. ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლა - რვაწლედი;
ზ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულება, ქ. ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე.
2. ამ განკარგულების 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დირექტორებმა უზრუნველყონ:
ა) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში წინამდებარე განკარგულების რეგისტრაცია;
ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
3. არასამეწარმეო (არაკომერციული) რიგი იურიდიული პირების ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განკარგვა განხორციელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
4. ქ. ბათუმის მერიას (რ. ჩხაიძე) დაევალოს:
ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დირექტორებისათვის ხელშეწყობა ამ განკარგულებით გათვალისწინებული სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებაში;
ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განკარგვის შესახებ შესაბამისი წინადადებების წარმოდგენა წინამდებარე განკარგულების მე-3 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე