ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 45
თარიღი: 2016-08-04
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა  

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 თებერვლის #8 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საერთო სასამართლოებში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 თებერვლის #8 განკარგულება.
2. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-7 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს და მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ დამატებითი მინდობილობის გარეშე საქართველოს საერთო სასამართლოების ყველა ინსტანციაში, აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის და მათ შორის საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის ინტერესების წარმოდგენა ყველა კატეგორიის სამართლებრივ საქმეებზე და განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მათ შორის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მხარის ყველა უფლებამოსილება სრულად. აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება შესაძლებელია განხორციელდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის (პირების)  მეშვეობით.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
 


        საკრებულოს  თავმჯდომარე                                                                ირაკლი ჭეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები