2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში პარკირებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპლიტეტის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივის მოწონების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოწონებულ იქნეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს:
ა) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის N4 დადგენილების მე-2 პუნქტის გუქმებას, ხოლო ამავე დადგენილების პირველი პუნქტის გავრცელებას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირებით მოსარგებლე ყველა ტაქსზე.
ბ) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის N25 დადგენილებაში ცვლილების განხორციელებას და ამ დადგენილებაში შემდეგი პრინციპის ასახვას:
- ქალაქის ბათუმის მუნიციპალიტეტის საზღვრებში განთავსებულ ყველა საერთო პარკირების ადგილებში პარკირების უფლება მიეცეს პარკირების საფასურის გადახდის მქონე ყველა ტაქსს.
- ტაქსების პარკირებისათვის სპეციალურად გამოყოფილი (მონიშნული) ადგილები აუქციონის წესით ვადიანი იჯარით გადაეცეს აუქციონში გამარჯვებულ გადამზიდ კომპანიებს ან ტაქსის მფლობელებს.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი