ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 39
თარიღი: 2016-07-06
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

 
ქ. ბათუმში, რუსთაველის ქ. N41-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ანატოლი კაჭარავას მემორიალური დაფის განთავსების შესახებ

 

     „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 26 აპრილის №5-7 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ანატოლი კაჭარავას ხსოვნის უკვდავსაყოფად ქ. ბათუმში, რუსთაველის ქ. N41–ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე განთავსდეს მემორიალური დაფა.

2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მემორიალური დაფის დამზადების და განთავსების ხარჯებს გაიღებს ქ. ბათუმის საზღვაო ნავსადგური.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

  
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე                                                         ირაკლი ჩავლეიშვილი

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები