2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ქ. ბათუმი
17 – იანვარი, 2012 წელი
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №1
პროექტის „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია – ფაზა III (წყლის მიწოდება და წყალარინება ბათუმსა და მის მიმდებარე სოფლებში)“ ფარგლებში „თანხის გადაცემის ხელშეკრულებების“ გაფორმების შესახებ
პროექტის „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბი-ლიტაცია – ფაზა III (წყლის მიწოდება და წყალარინება ბათუმსა და მის მიმდებარე სოფლებში)“ დაფინანსების მიზნით KfW-ს და საქართველოს (წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროთი) შორის 2011 წლის 18 აგვისტოს ხელმოწერილი სასესხო ხელშეკრულების, დაფინანსების ხელშეკრულების, კრედიტების საგარანტიო ფონდის ნაშთის ხელშეკრულების და დაფინანსების განხორციელების ხელშეკრულების საფუძველზე და ასევე, 2011 წლის 21 ივლისს საქართველოს მთავრობას (წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამი-ნისტროთი), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას (წარმოდგენილი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროთი), თვითმმართველ ქალაქ ბათუმს და ევროპის კავშირს (EU) შორის გაფორმებული დაფინანსების ხელშეკრულების საფუძველზე, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტისა და 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. უფლება მიეცეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს - გიორგი კირთაძეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის სახელით ხელი მოაწეროს პროექტის „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია – ფაზა III (წყლის მიწოდება და წყალარინება ბათუმსა და მის მიმდებარე სოფლებში)“ ფარგლებში გასაფორმებელ თანხის გადაცემის ხელშეკრულებებს:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და თვითმმართველ ქალაქ ბათუმს შორის (2 ორიგინალი);
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას (წარმოდგენილი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროთი), ქობულეთის მუნიციპალიტეტს და თვითმმართველ ქალაქ ბათუმს შორის (4 ორიგინალი).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე