ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 37
თარიღი: 2016-07-06
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

 

ქ. ბათუმში, გორგილაძის ქ. N63–ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე იაშა (იაკობ) ხალვაშის მემორიალური დაფის განთავსების შესახებ

 

     „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 26 აპრილის №5-7 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. იაშა (იაკობ) ხალვაშის ხსოვნის უკვდავსაყოფად ქ. ბათუმში, გორგილაძის ქ. N63-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე განთავსდეს მემორიალური დაფა.

2. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ (გიორგი ერმაკოვი) განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 


საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე                                                         ირაკლი ჩავლეიშვილი

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები