2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება, თანახმად დანართისა.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი
დანართი
„ დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა “
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს განკარგულება
2016 წლის 6 ივლისი, №35
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
გენდერული თანასწორობის საბჭო
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „გენდერული თანასწორობის საბჭო“ (შემდგომში „საბჭო“) წარმოადგენს მოქმედი საკრებულოს წევრთა გაერთიანებას.
2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „გენდერული თანასწორობის შესახებ“, „ქალაქ ბათუმის საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით)“, სხვა ნორმატული აქტებით, ამ დებულებით და საკრებულოს თავჯდომარის სხვა აქტებით.
3. საბჭოს შექმნის ინიციატორი არის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო. საბჭოს თავჯდომარეს და შემადგენლობას ამტკიცებს საკრებულოს თავჯდომარე ბრძანებით.
4. საბჭოს საქმიანობის ვადად განისაზღვრება საკრებულოს უფლებამოსილების ვადა.
5. საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 2. საბჭოს მიზნები და ამოცანები
1. მიზნები:
ა) ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა.
ბ) გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ წამოწეული საკითხების შესწავლა-ადვოკატირება.
გ) ცალკეული მოქალაქეების პრობლემებისა და საჭიროებების გამოვლენა და მათი ადვოკატირება გენდერულ ჭრილში მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებში.
დ) პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ხელშეწყობა.
ე) ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველყოფა.
ვ) საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრების უზრუნველყოფა.
2. ამოცანები:
ა) შეიმუშაოს წინადადებები და ცალკეული ღონისძიებები გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისთვის.
ბ) განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები.
გ) გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს შესაბამისი დარგის წარმომადგენლები ან ექსპერტები.
დ) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 3. საბჭოს წევრობა
1. საბჭოს წევრი შეიძლება იყოს მოქმედი საკრებულოს წევრი, მიუხედავად მისი საკრებულოში დაკავებული თანამდებობისა და პარტიული კუთვნილებისა.
2. საბჭოს თავჯდომარის მოწვევით საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა შეიძლება მიიღონ სხვადასხვა უწყების პირებმა, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა, ექსპერტებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
მუხლი 4. საბჭოს სხდომა
1. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავჯდომარე.
2. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავჯდომარე.
3. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ როგორც საბჭოს თავჯდომარეს, ასევე საბჭოს წევრებს.
4. საბჭო ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საკრებულოს თავჯდომარისთვის წარსადგენად.
5. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
6. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავჯდომარის ხმა.
7. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.