ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 33
თარიღი: 2016-07-06
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

 
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის
30 ივლისის №52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის  საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :


1. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №52 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება, კომისიის წევრის უფლებამოსილება შეუწყდეს  ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების მთავარ სპეციალისტს დავით იაკობაძეს და მის ნაცვლად კომისიის წევრად შეყვანილ იქნეს  ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების წამყვანი  სპეციალისტი გურამ თურმანიძე, შესაბამისად  განკარგულების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ვ) გურამ თურმანიძე – ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების წამყვანი  სპეციალისტი.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

  
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე                                                         ირაკლი ჩავლეიშვილი

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები