2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
მიმართვა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს ოლიმპიური სტანდარტების მუნიციპლაური აუზის მოწყობისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და აუზის სამშენებლო-საპროექტო სამუშაობის შესყიდვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოწონებულ იქნეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივა და წინამდებარე მიმართვა წარედგინოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს. ეთხოვოს აღმასრულებელ ორგანოს ოლიმპიური სტანდარტების მუნიციპალური აუზის მოწყობის მიზნით შესაბამისი მიწის ნაკვეთის გამოყოფის, ასევე საერთაშორისო კონკურსის გამოცხადების გზით ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის პროექტის შერჩევა, აგრეთვე სამშენებლო-საპროექტო მომსახურების შესყიდვისათვის საჭირო ფინასური სახსრების ორგანიზება (ღონისძიებების გატარება) და ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეტანის დროს ბიუჯეტის შესაბამის ასიგნებაში კანონმდებლობით დადგენილი წესით გათვალისწინება.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი