ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 31
თარიღი: 2016-07-06
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

მიმართვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და  ეკონომიკის მინისტრსა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს ქ.ბათუმში, მეტაქსას ქ. N 8-10-ში მდებარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემის შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოწონებულ იქნეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივა და წინამდებარე მიმართვა წარედგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრსა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს და ეთხოვოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მოწყობის მიზნით ქ. ბათუმში მეტაქსას ქ. N8-10-ში მდებარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 2 სართულიანი შენობა-ნაგებობის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემისათვის საჭირო ღონისძიებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გატარება.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


  

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე                                                         ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები