ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 30
თარიღი: 2016-07-06
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა


„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ინიცირებული წინადადების მოწონების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მოწონებულ იქნეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“-ს წინადადება „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
2. წინამდებარე განკარგულებით (განკარგულებაზე თანდართული განმარტებითი ბარათით) გათვალისწინებული რეკომენდაცია გადაეგზავნოს ქ. ბათუმის მერს (გ.ერმაკოვი) და ეთხოვოს განკარგულებით გათვალისწინებული წინადადების განხორციელებისათვის საჭირო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლების, ასევე სხვა დაინტერესებული სუბიექტების მონაწილეობა, შესაბამისი დადგენილების პროექტის (ცვლილების პროექტის) მომზადება და განსახილველად საკრებულოსათვის წარმოდგენა.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


  
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე                                                         ირაკლი ჩავლეიშვილი

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი: დანართი

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები