ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 29
თარიღი: 2016-07-06
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

 
„საარჩევნო სუბიექტებისათვის საარჩევნო პერიოდის
განმავლობაში საარჩევნო ღონისძიებების გამართვის მიზნით
შენობა-ნაგებობების გამოყოფის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს  2014 წლის 24 აპრილის #79 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


 
 საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ   გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „საარჩევნო სუბიექტებისათვის საარჩევნო პერიოდის განმავლობაში საარჩევნო ღონისძიებების გამართვის მიზნით შენობა-ნაგებობების გამოყოფის შესახებ“ თვითმ-მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს  2014 წლის 24 აპრილის #79 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. წინამდებარე განკარგულების შესახებ ეცნობოს N79-ე ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიას.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                            ირაკლი ჭეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები