ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 28
თარიღი: 2016-07-06
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა


 
საარჩევნო-სააგიტაციო მასალის განთავსებასთან დაკავშირებული
ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ


საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 46-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესითა და შეზღუდვების გათვალისწინებით, სააგიტაციო მასალის გავრცელება (გამოფენა), მათ შორის საარჩევნო პლაკატების გაკვრა მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობით დასაშვებია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე არსებულ ყველა ობიექტზე (შენობათა ფასადებზე და სხვა), გარდა წინამდებარე განკარგულების მეორე პუნქტით გათვალისწინებული და მესამე პუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიულ ზონაში მდება¬რე ობი¬ექტებისა;
2. აკრძალულია სააგიტაციო მასალის საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის  შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში.
3. გარდა წინამდებარე განკარგულების მეორე პუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობებისა, აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა:
ა) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა საგზაო ნიშანზე;
ბ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე, თამარ მეფის გამზირზე, ბაქოს ქუჩაზე, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე, შოთა რუსთაველის ქუჩაზე, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, შეიხ ნახაიან მაბარაქ ალ ნახაიანის ხეივანში და მის ორივე მხარეს არსებულ ქუჩაზე, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის გაგრძელებიდან ბათუმის აეროპორტის შესასვლელამდე არსებულ ქუჩაზე და ბათუმის ზღვისპირა ბულვარის (ძველი და ახალი ბულვარის ტერიტორია) ტერიტორიაზე არსებულ ყველა გარე განათების ბოძზე;
გ) შავშეთისა და ბაქოს ქუჩების გადაკვეთიდან იაკობ გოგებაშვილისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩის კვეთასთან არსებულ წრიულამდე ბაქოს ქუჩის ორივე მხარეს, იაკობ გოგებაშვილისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩის კვეთასთან არსებული წრიულიდან ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩის კვეთამდე ილია ჭავჭავაძის ქუჩის ლუწ მხარეს, ილია ჭავჭავაძისა და ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩების კვეთიდან ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩისა და მისი გაგრძელების წარმოსახვითი ხაზის გავლით შავი ზღვის სანაპირომდე ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩის კენტ მხარეს, აღნიშნული ადგილიდან ზღვის სანაპიროს გავლით შავშეთის ქუჩის გაგრძელების წარმოსახვით ხაზთან გადაკვეთამდე ზღვის სანაპიროს ჩათვლით და აღნიშნული ადგილიდან წარმოსახვითი ხაზის შავშეთის ქუჩასთან შეერთებამდე მოქცეულ ტერიტორიულ ზონაში არსებულ ყველა შენობა-ნაგებობაზე, გარდა საარჩევნო კამპანიის მიზნებისათვის, საარჩევნო პერიოდში თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობით განთავსებული დროებითი ნაგებობებისა და იმ შენობა-ნაგებობებისა, სადაც განთავსებულია საარჩევნო სუბიექტების ოფისები (ტექსტური ნაწილი);
დ) ბათუმის ზღვისპირა ბულვარის იმ ტერიტორიაზე (ძველი და ახალი ბულვარის ტერიტორია) არსებულ ყველა შენობა-ნაგებობაზე, რომელიც არ არის მოქცეული ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიულ ზონაში (ტექსტური ნაწილი);
4. დადგენილების მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრძალვები არ ვრცელდება ამ პუნქტით გათვალისწინებულ შენობა-ნაგებობების ფანჯრების, ვიტრაჟებისა და სხვა ღიობების მინების შიდა მხრიდან პლაკატების განთავსებაზე.

5. წინამდებარე განკარგულების მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორულ ზონაში განისაზღვროს ადგილები, სადაც საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად განთავსდება სტენდები:
ა) ევროპის მოედანი;
ბ) საოცრებათა მოედანი;
გ) ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ (მის: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის  ქ. №25) არსებული სკვერი;
დ) ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში, ეკლესიის მიმდებარედ არსებული სკვერი;
ე) ახალ ბულვარში რესტორან „აჭარული სახლი“-სა და რესტორან „კოშკი“-ს მიმდებარე ტერიტორია;
ვ) ახალ ბულვარში აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია;
ზ) ახალ ბულვარში ამფითეატრის ტერიტორია.
6. წინამდებარე განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ადგილებზე განთავსდეს თანაბარი რაოდენობის სტენდები.
7. წინამდებარე განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ ადგილებზე განთავსებული სტენდები რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტებზე განაწილდეს თანაბრად. ამ მიზნით ქ. ბათუმის მერია ვალდებულია თითოეულ სტენდზე განათავსოს შესაბამისი საინფორმაციო ნიშანი.
8. დამტკიცდეს წინამდებარე განკარგულების მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ტერიტორული ზონის საზღვრების რუკა, თანახმად დანართისა (გრაფიკული ნაწილი).
9. წინამდებარე განკარგულების მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ტერიტორიული ზონის ტექსტურ ნაწილსა და გრაფიკულ ნაწილს შორის წინააღმდეგობისას უპირატესობა ენიჭება ტერიტორიული ზონის გრაფიკულ ნაწილს.
10. წინამდებარე განკარგულების აღსრულება და ამ მიზნით შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების გატარება დაევალოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას.
11. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
12. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.  

 


    საკრებულოს თავმჯდომარე                                                          ირაკლი ჭეიშვილი

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი: დანართი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები