ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 27
თარიღი: 2016-07-06
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

 „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ინიცირებული წინადადების მოწონების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. მოწონებულ იქნეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „რესპუბლიკელები“-ს წინადადება „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, კერძოდ:
ა) დადგენილების სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ.“.
ბ) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის -ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. კონკრეტული ფუნქციური ზონებისათვის დადგინდეს შემდეგი კოეფიციენტები:
4.1 საცხოვრებელი ზონა - 3 (სზ-3), დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა:
ა) განაშენიანების დომინირებული სახეობა - საცხოვრებელი სახლები;
ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1= 0,5;
გ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2=1,3-მდე;
დ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 = 0,2.
ე) გარდა წინამდებარე წესის 6.1. პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ზონის ტერიტორიისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დასაშვებია:
• მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის (კ-2) გაზრდა 1,7-მდე. იმ შემთხვევაში, თუკი ქალაქ ბათუმის მუნიცეპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ წარმოდგენილი იქნება შესაბამისი შუამდგომლობის წერილი, მასზედ, რომ საინვესტიციო პროექტის განხორციელება განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია ქალაქთმშენებლობითი, გეგმარებითი, საზოგადოებრივი, ჰუმანიტარული, ეკონომიკური, თავდაცვითი, კულტურული ამოცანების გადაწყვეტის მიზნით შესაძლებელია კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდა 2,1-მდე. ასეთ შემთხვევაში სპეციალური ზონალური) შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება ხდება საერთო წესების საფუძველზე.
• წინამდებარე დადგენილების ამოქმედების მომენტისათვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული 150.00 კვ.მ-დე მიწის ნაკვეთებზე, რომლებზედაც განლაგებულია შენობა-ნაგებობა და ,,უკანა ეზოს“ პრინციპის დარღვევით ან/და მის გარეშე არსებული შენობა-ნაგებობის კ1 კოეფიციენტის მნიშვნელობა გადაჭარბებულია წინამდებარე დადგენილებით მოცემულ მაქსიმალურ მნიშვნელობას, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია არსებული მაჩვენებლის შენარჩუნებით შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა იმ პირობის დაცვით, რომ საპროექტო შენობის მაქსიმალური საანგარიშო სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 7,8 მეტრს. არსებული საკადასტრო ერთეულების წინამდებარე დადგენილების ამოქმედების შემდგომ დაყოფის შედეგად წარმოშობილ მიწის ნაკვეთებისათვის, თუნდაც მათი ფართობი არ აღემატებოდეს 150,00 კვ,მ-ს, კ1 კოეფიციენტის არსებული მნიშვნელობის შენარჩუნება/გადაჭარბება არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან/და ახალი მშენებლობის დროს დაუშვებელია.
4.2 საცხოვრებელი ზონა- 5 (სზ-5), საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა:
ა) დომინირებული სახეობა - საცხოვრებელი სახლები;
ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1 = 0,5;
ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2=1,8-მდე;
დ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 = 0,1.
ე) გარდა წინამდებარე წესის 6.2. პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ზონის ტერიტორიისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დასაშვებია:
• მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის (კ-2) გაზრდა 2,1-მდე. იმ შემთხვევაში, თუკი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ წარმოდგენილი იქნება შესაბამისი შუამდგომლობის წერილი, მასზედ, რომ საინვესტიციო პროექტის განხორციელება განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია ქალაქთმშენებლობითი, გეგმარებითი, საზოგადოებრივი, ჰუმანიტარული, ეკონომიკური, თავდაცვითი, კულტურული ამოცანების გადაწყვეტის მიზნით შესაძლებელია კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდა 2,9-მდე. ასეთ შემთხვევაში სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება ხდება საერთო წესების საფუძველზე.
• წინამდებარე დადგენილების ამოქმედების მომენტისათვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული 150.00 კვ.მ-დე მიწის ნაკვეთებზე, რომლებზედაც განლაგებულია შენობა-ნაგებობა და ,,უკანა ეზოს“ პრინციპის დარღვევით ან/და მის გარეშე არსებული შენობა-ნაგებობის კ1 კოეფიციენტის მნიშვნელობა გადაჭარბებულია წინამდებარე დადგენილებით მოცემულ მაქსიმალურ მნიშვნელობას, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია არსებული მაჩვენებლის შენარჩუნებით შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა იმ პირობის დაცვით, რომ საპროექტო შენობის მაქსიმალური საანგარიშო სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 7,8 მეტრს. არსებული საკადასტრო ერთეულების წინამდებარე დადგენილების ამოქმედების შემდგომ დაყოფის შედეგად წარმოშობილ მიწის ნაკვეთებისათვის, თუნდაც მათი ფართობი არ აღემატებოდეს 150,00 კვ,მ-ს, კ1 კოეფიციენტის არსებული მნიშვნელობის შენარჩუნება/გადაჭარბება არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან/და ახალი მშენებლობის დროს დაუშვებელია.
4.3 საცხოვრებელი ზონა - 6 (სზ-6), მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა:
ა) განაშენიანების დომინირებული სახეობა - საცხოვრებელი სახლები;
ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1 = 0,5;
გ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2=2,2-მდე;
დ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 = 0,1.
ე) გარდა წინამდებარე წესის 6.3. პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ზონის ტერიტორიისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დასაშვებია:
• მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის (კ-2)  გაზრდა 2,9-მდე. იმ შემთხვევაში, თუკი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ წარმოდგენილი იქნება შესაბამისი შუამდგომლობის წერილი, მასზედ, რომ საინვესტიციო პროექტის განხორციელება განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია ქალაქთმშენებლობითი, გეგმარებითი, საზოგადოებრივი, ჰუმანიტარული, ეკონომიკური, თავდაცვითი, კულტურული ამოცანების გადაწყვეტის მიზნით შესაძლებელია კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდა 3,5-მდე. ასეთ შემთხვევაში სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება ხდება საერთო წესების საფუძველზე.
• წინამდებარე დადგენილების ამოქმედების მომენტისათვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული 150.00 კვ.მ-დე მიწის ნაკვეთებზე, რომლებზედაც განლაგებულია შენობა-ნაგებობა და ,,უკანა ეზოს“ პრინციპის დარღვევით ან/და მის გარეშე არსებული შენობა-ნაგებობის კ1 კოეფიციენტის მნიშვნელობა გადაჭარბებულია წინამდებარე დადგენილებით მოცემულ მაქსიმალურ მნიშვნელობას, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია არსებული მაჩვენებლის შენარჩუნებით შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა იმ პირობის დაცვით, რომ საპროექტო შენობის მაქსიმალური საანგარიშო სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 7,8 მეტრს. არსებული საკადასტრო ერთეულების წინამდებარე დადგენილების ამოქმედების შემდგომ დაყოფის შედეგად წარმოშობილ მიწის ნაკვეთებისათვის, თუნდაც მათი ფართობი არ აღემატებოდეს 150,00 კვ,მ-ს, კ1 კოეფიციენტის არსებული მნიშვნელობის შენარჩუნება/გადაჭარბება არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან/და ახალი მშენებლობის დროს დაუშვებელია.
4.4 საზოგადოებრივსაქმიანი ზონა - 1 (სსზ-1), საშუალო ინტენსივობის საზოგადოებრივ- საქმიანი ზონა:
ა) განაშენიანების დომინირებული სახეობის გარეშე (შერეული ზონა);
ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1 = 0,6;
გ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2=3,0-მდე;
დ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 = 0,1;
ე) გარდა წინამდებარე წესის 6.4. პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ზონის ტერიტორიისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დასაშვებია:
• მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის (კ-2) გაზრდა 3,9-მდე. იმ შემთხვევაში, თუკი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ წარმოდგენილი იქნება შესაბამისი შუამდგომლობის წერილი, მასზედ, რომ საინვესტიციო პროექტის განხორციელება განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია ქალაქთმშენებლობითი, გეგმარებითი, საზოგადოებრივი, ჰუმანიტარული, ეკონომიკური, თავდაცვითი, კულტურული ამოცანების გადაწყვეტის მიზნით შესაძლებელია კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდა 4,8-მდე. ასეთ შემთხვევაში სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება ხდება საერთო წესების საფუძველზე.
• წინამდებარე დადგენილების ამოქმედების მომენტისათვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული 150.00 კვ.მ-დე მიწის ნაკვეთებზე, რომლებზედაც განლაგებულია შენობა-ნაგებობა და ,,უკანა ეზოს“ პრინციპის დარღვევით ან/და მის გარეშე არსებული შენობა-ნაგებობის კ1 კოეფიციენტის მნიშვნელობა გადაჭარბებულია წინამდებარე დადგენილებით მოცემულ მაქსიმალურ მნიშვნელობას, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია არსებული მაჩვენებლის შენარჩუნებით შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა იმ პირობის დაცვით, რომ საპროექტო შენობის მაქსიმალური საანგარიშო სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 7,8 მეტრს. არსებული საკადასტრო ერთეულების წინამდებარე დადგენილების ამოქმედების შემდგომ დაყოფის შედეგად წარმოშობილ მიწის ნაკვეთებისათვის, თუნდაც მათი ფართობი არ აღემატებოდეს 150,00 კვ,მ-ს, კ1 კოეფიციენტის არსებული მნიშვნელობის შენარჩუნება/გადაჭარბება არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან/და ახალი მშენებლობის დროს დაუშვებელია.
4.5 საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა - 2 (სსზ-2), განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონა:
ა) დომინირებული სახეობა - საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები,
ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1 = 0,7;
გ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2=4,0-მდე;
დ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 = 0,1;
ე) გარდა წინამდებარე წესის 6.5. პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ზონის ტერიტორიისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დასაშვებია:
• მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის (კ-2) გაზრდა 5,2-მდე. იმ შემთხვევაში, თუკი თუკი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ წარმოდგენილი იქნება შესაბამისი შუამდგომლობის წერილი, მასზედ, რომ საინვესტიციო პროექტის განხორციელება განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია ქალაქთმშენებლობითი, გეგმარებითი, საზოგადოებრივი, ჰუმანიტარული, ეკონომიკური, თავდაცვითი, კულტურული ამოცანების გადაწყვეტის მიზნით შესაძლებელია კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდა 6,4-მდე. ასეთ შემთხვევაში სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება ხდება საერთო წესების საფუძველზე.
• წინამდებარე დადგენილების ამოქმედების მომენტისათვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული 150.00 კვ.მ-დე მიწის ნაკვეთებზე, რომლებზედაც განლაგებულია შენობა-ნაგებობა და ,,უკანა ეზოს“ პრინციპის დარღვევით ან/და მის გარეშე არსებული შენობა-ნაგებობის კ1 კოეფიციენტის მნიშვნელობა გადაჭარბებულია წინამდებარე დადგენილებით მოცემულ მაქსიმალურ მნიშვნელობას, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია არსებული მაჩვენებლის შენარჩუნებით შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა იმ პირობის დაცვით, რომ საპროექტო შენობის მაქსიმალური საანგარიშო სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 7,8 მეტრს. არსებული საკადასტრო ერთეულების წინამდებარე დადგენილების ამოქმედების შემდგომ დაყოფის შედეგად წარმოშობილ მიწის ნაკვეთებისათვის, თუნდაც მათი ფართობი არ აღემატებოდეს 150,00 კვ,მ-ს, კ1 კოეფიციენტის არსებული მნიშვნელობის შენარჩუნება/გადაჭარბება არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან/და ახალი მშენებლობის დროს დაუშვებელია.
4.6 საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა - 3 (სსზ-3), განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონა:
ა) დომინირებული სახეობა - საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები;
ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1 = 0,7;
გ) მიწის ნაკვეთზე განაშენიანების მაქსიმალური სიმაღლე - 15 მეტრი;
დ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 = 0,1;
ე) გარდა წინამდებარე წესის 6.6. პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ზონის ტერიტორიისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების ან/და განაშენიენების რეგულირების გეგმის საფუძველზე დასაშვებია:
• წინამდებარე დადგენილების ამოქმედების მომენტისათვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული 150.00 კვ.მ-დე მიწის ნაკვეთებზე, რომლებზედაც განლაგებულია შენობა-ნაგებობა და ,,უკანა ეზოს“ პრინციპის დარღვევით ან/და მის გარეშე არსებული შენობა-ნაგებობის კ1 კოეფიციენტის მნიშვნელობა გადაჭარბებულია წინამდებარე დადგენილებით მოცემულ მაქსიმალურ მნიშვნელობას, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია არსებული მაჩვენებლის შენარჩუნებით შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა იმ პირობის დაცვით, რომ საპროექტო შენობის მაქსიმალური საანგარიშო სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 7,8 მეტრს. არსებული საკადასტრო ერთეულების წინამდებარე დადგენილების ამოქმედების შემდგომ დაყოფის შედეგად წარმოშობილ მიწის  ნაკვეთებისათვის, თუნდაც მათი ფართობი არ აღემატებოდეს 150,00 კვ,მ-ს, კ1 კოეფიციენტის არსებული მნიშვნელობის შენარჩუნება/გადაჭარბება არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან/და ახალი მშენებლობის დროს დაუშვებელია.
4.7 საკურორტო-სარეკრეაციო ზონა-2 (სრზ-2):
ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1 = 0,3;
ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2=3,0-მდე;
გ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 = 0,1.
ე) ზონის ტერიტორიისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების ან/და განაშენიენების რეგულირების გეგმის საფუძველზე დასაშვებია:
• მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის (კ-2) გაზრდა 3,6-მდე. იმ შემთხვევაში, თუკი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ წარმოდგენილი იქნება შესაბამისი შუამდგომლობის წერილი, მასზედ, რომ საინვესტიციო პროექტის განხორციელება განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია ქალაქთმშენებლობითი, გეგმარებითი, საზოგადოებრივი, ჰუმანიტარული, ეკონომიკური, თავდაცვითი, კულტურული ამოცანების გადაწყვეტის მიზნით შესაძლებელია კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდა 4,2-მდე. ასეთ შემთხვევაში სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება ხდება საერთო წესების საფუძველზე.
• წინამდებარე დადგენილების ამოქმედების მომენტისათვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული 150.00 კვ.მ-დე მიწის ნაკვეთებზე, რომლებზედაც განლაგებულია შენობა-ნაგებობა და ,,უკანა ეზოს“ პრინციპის დარღვევით ან/და მის გარეშე არსებული შენობა-ნაგებობის კ1 კოეფიციენტის მნიშვნელობა გადაჭარბებულია წინამდებარე დადგენილებით მოცემულ მაქსიმალურ მნიშვნელობას, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია არსებული მაჩვენებლის შენარჩუნებით შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა იმ პირობის დაცვით, რომ საპროექტო შენობის მაქსიმალური საანგარიშო სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 7,8 მეტრს. არსებული საკადასტრო ერთეულების წინამდებარე დადგენილების ამოქმედების შემდგომ დაყოფის შედეგად წარმოშობილ მიწის ნაკვეთებისათვის, თუნდაც მათი ფართობი არ აღემატებოდეს 150,00 კვ,მ-ს, კ1 კოეფიციენტის    არსებული მნიშვნელობის შენარჩუნება/გადაჭარბება არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან/და ახალი მშენებლობის დროს დაუშვებელია.
4.8 ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა (ლსზ), სარეკრეაციო ზონა (რზ), სამრეწველო ზონა 1 (ს-1), სამრეწველო ზონა 2 (ს-2), სპეციალური ზონა’ (სპეცზ’), სასოფლო-სამეურნეო ზონა’ (სოფზ’), სატრანსპორტო ზონა 1 (ტრ-1) და სატრანსპორტო ზონა 2 (ტრ-2), სამხედრო ზონა(სდზ), სანიტარული ზონა (სანზ): კოეფიციენტები არ დგინდება.
4.9 კონკრეტული ფუნქციური ზონებისათის მაქსიმალური კოეფიციენტის დადგენა, დამკვეთს არ ავალდებულებს სრულად აითვისოს დადგენილი კოეფიციენტი, ხოლო მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ პირს არ ავალდებულებს უპირობოდ დაამტკიცოს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები და შეითანხმოს პროექტი.
ა) მე-6 მუხლის 6.1, 6.2 და 6.3 პუნქტების „დ“ ქვეპუნქტებიდან ამოღებული იქნეს
„საცეკვაო დარბაზები-დისკოთეკები“;
ბ) მე-6 მუხლის 6.8 პუნქტიდან ამოღებული იქნეს:
„ - სავაჭრო პავილიონები;
- საერთო სარგებლობის ღია მიწისზედა ან/და მიწისქვეშა ავტოსადგომები;
- სამაყურებლო ობიექტები (ესტრადები, ამფითეატრები, საგამოფენო დარბაზები, კინოთეატრები);
- სათამაშო ავტომატების დარბაზები, საბილიარდოები და ა.შ.;
- ზოოპარკები;
- კაფეები, რესტორნები;
- სასტუმროები;
- საეკლესიო ობიექტები;
- სკოლამდელი ასაკის საბავშვო სპეციალიზირებული დაწესებულებები;
- ადმინისტრაციული შენობები“.
გ) მე-6 მუხლის 6.9 პუნქტიდან ამოღებული იქნეს:
„ - საეკლესიო ობიექტები;
- მოხუცთა ინტერნატები;
- საავადმყოფოები;
- სამეურნეო ობიექტები (ადმინისტრაციის შენობები, საყოფაცხოვრებო სათავსები, სახელოსნოები, ცალკე მდგომი მრავალსართულიანი ავტოსადგომები“.
დ) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში შეტანილ იქნას  ცვლილება და დადგენილების მე-16-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. წინამდებარე დადგენილება ასევე ვრცელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზეც.“.

გ) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის -ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:
„მუხლი41. ქალაქ მშენებლობისა და სახელმწიფოებრივი ინტერესის გათვალისწინებით ზონალურ კომისიას 2/3-ით შეუძლია მოითხოვოს  კ2 კოეფიციენტის გაზრდა დაშვებულზე ზემოთ, რომეკლსაც შემედ დაამტკიცებს საკრებულოს სხდომა სიითი შემადგენლობის 2/3-ით.“.
დ) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის -ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. სპეციალური (ზონალური) შეთანხმება
1. სპეციალური (ზონალური) შეთანხმება ითვალისწინებს კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის განსაზღვრული კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდას.
2. სპეციალურ   (ზონალურ)   შეთანხმებაზე   გადაწყვეტილებას   დასახლებათა   ტერი- ტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის წარდგინების საფუძველზე ღებულობს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. გადაწ¬ყვეტილება მიიღება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახით.  ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი  ორგანო  უფლებამოსილია  არ გაიზიაროს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის წარდგინება.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც ნებართვის მაძიებელს სურვილი აქვს გაზარდოს კ2 კოეფიციენტის სიდიდე, მან მიწის ნაკვეთ(ებ)ის სამშენებლოდ გამოყენების პირობების მიღებაზე განცხადებაში უნდა დააფიქსიროს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მიღების მოთხოვნა.
 4. სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე გადაწყვეტილება მიიღება მშენებლობის ნებართვის გაცემის ნებისმიერ სტადიაზე.
5. სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე გადაწყვეტილების მისაღებად 30-დღიანი ვადის არასაკმარისობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელება ხდება დადგენილი წესით.
6. სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე მოსაკრებელი განისაზღვრება „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით.“.

 2. მიეცეს რეკომენდაცია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული წინადადების გათვალისწინებაზე და დაევალოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


საკრებულოს თავმჯდომარე                            ირაკლი ჭეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები