ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 9
თარიღი: 2016-07-06
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა  №9
2016 წლის 6 ივლისი
ქალაქი ბათუმი


„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის N4-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული  „ტექნიკური რეგლამენტი - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის,  მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 თებერვლის N4 განკარგულების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1.
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №4-1 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ N28; 12-13 მარტი, 2009 წ. გვ: 14, 15, 16) შეტანილ იქნეს ცვლილება და თანდართული (გრაფიკული) სახით დამტკიცდეს  მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საინჟინრო ნაწილის ძირითადი გზებისა და ქუჩების, მათ შორის საპროექტო გზებისა და ქუჩების ქსელის ახალი რუკა (1.9).
2. წინამდებარე დადგენილება საჯაროდ გაცნობის მიზნით, მისი ძალაში შეს¬ვლის შემდეგ, საკრებულოს რეგლა¬მენტით დადგენილი წესით გამოქვეყნდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრე¬ბულოს ინტერნეტგვერდზე  და გაზეთ „აჭარა“-ში.
3. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                              ირაკლი ჭეიშვილი

 

იხილეთ მიმაგრებულიუ ფაილი:  დანართი

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები