2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
მოქალაქე ასლან სარიშვილის განცხადების შესწავლის მიზნით დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შეიქმნას დროებითი სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ირაკლი მიქელაძე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე
(ჯგუფის ხელმძღვანელი).
ჯგუფის წევრები:
ბ) თენგიზ აფხაზავა - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე;
გ) ნინო ბერაძე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
დ) გიორგი კირთაძე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე;
ე) გიორგი ცინცქილაძე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;
ვ) სულიკო შვენთიძე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი;
ზ) დოდო ონიანი - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
თ) ნათია ჯაფარიძე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი.
2. სამუშაო ჯგუფმა უზრუნველყოს მოქალაქე ასლან სარიშვილის განცხადების შესწავლა და შესაბამისი წინადადებების წარმოდგენა წინამდებარე განკარგულების ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი