2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის
გიორგი ერმაკოვისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექ¬სის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს - გიორგი ერმაკოვს ხელი მოაწეროს, საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის ხელმოწერილი „ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ღია პროგრამა - ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია - ფაზა IV“ პროექტის სასესხო და დაფინანსების ხელშეკრულებების ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და თვითმმართველ ქალაქ ბათუმს შორის გასაფორმებელ „თანხის გადაცემის ხელშეკრულებას“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი