ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 14
თარიღი: 2016-04-20
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა  

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის, პრივატიზაციის გეგმის და  სარგებლობის უფლებით განსაკარგი ობიექტების სარგებლობის  საფასურის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 ივნისის #36 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს საქართველოს ორგანული კანო¬ნის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ და „ე.დ“ ქვეპუნქტებისა და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 08 დეკემბრის №669 დადგენილების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის, პრივატიზაციის გეგმის და სარგებლობის უფლებით განსაკარგი ობიექტების სარგებლობის საფასურის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 ივნისის #36 განკარგულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ქალაქ ბათუმის მუნიციპალი-ტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო უძრავი ობიექტთა ნუსხა“-ს დაემატოს 50-62 პუნქტები (საპრივატიზებო ობიექტები), თანახმად დანართი 1-სა;
ბ) განკარგულების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების გეგმა“-ს დაემატოს 50-62 პუნქტები (პრივატიზების გეგმაში შემავალი ობიექტები), თანახმად დანართი 2-სა;
გ) განკარგულების მე-3 პუნქტით დამტკიცებულ „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სარგებლობის უფლებით აუქციონის წესით განსაკარგი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის და პირდაპირი განკარგვის წესით განსაკარგი ქონების წლიური საფასურის“ დანართი 3-ს დაემატოს მე-20 პუნქტი, თანახმად დანართი 3-სა.
2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს (გ. ერმაკოვი) მიეცეს თანხმობა წინამდებარე განკარგულებით გათვალისწინებული ობიექტების განკარგვის შესახებ და განკარგულების შესრულების მიზნით დაევალოს უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის:  ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


            საკრებულოს თავმჯდომარე                                                                 ირაკლი ჭეიშვილი 

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი:

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები