ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 13
თარიღი: 2016-04-20
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა  


ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ


 „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 122-ე მუხლის მე-4 და  მე-5 პუნქტების  შესაბამისად,  ქ.  ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული, ხელვაჩაურის რაიონში სოფელ გონიოში (ქ.ბათუმი, აფსაროსის ქ. მე-3 შესახვევი N2) 578,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მდებარე N1 შენობის პირველ სართულზე არსებული 192,66 კვ.მ. ფართის (საკადასტრო კოდი №05.36.24.309.01.500),  2 წლის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით შპს „ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკი-სათვის“ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.
2. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართ¬ლო-ში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
3. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


 
 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჭეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები