ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 12
თარიღი: 2016-04-20
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა  


ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 122-ე მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,  ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, 970,0 ლარის საერთო ღირებულების მქონე 500 ცალი კრამიტისა და 400,0 ლარის საერთო ღირებულების მქონე 50,0 კვ.მ. ძვლის ფორმის, მოსაპირკეთებელი ფილის უსასყიდლოდ, თხოვების უფლებით სსიპ „საქართველოს საპატრიარქო“-სათვის გადაცემის თაობაზე.
2. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართ¬ლო¬ში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
 3. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 


            საკრებულოს თავმჯდომარე                                                              ირაკლი ჭეიშვილი     

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები