2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N84 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შევიდეს ცვლილება „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის #84 განკარგულებაში და მისი მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) პოზიტიური პირობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 93-ე მუხლი) - უნდა მოხდეს უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემული ქონების შპს „ვესტინვესტზე“ პირდაპირი განკარგვის ფორმით საკუთრებაში გადაცემა, რა დროსაც შპს „ვესტინვესტი“ ვალდებული იქნება, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღის ვადაში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გადარიცხოს 525 000 (ხუთას ოცდახუთი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხა ეროვნულ ვალუტაში; ხელშეკრულების გაფორმებიდან ასევე 45 დღის ვადაში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცეს შპს „ვესტინვესტი“-ს საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, რუსთაველის ქ. #51-ში მდებარე 1201,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 05.23.05.002); აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადებში უზრუნველყოს საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 05.23.01.001) მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის (არანაკლებ 100 ნომრიანი სასტუმრო, სასტუმროს ტიპის აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, საზოგადოებრივი კვების ობიექტი, გასართობი ცენტრი, პარკინგი და სარეკრიაციო ზონა (სკვერი, პარკი)) მშნებლობის ნებართვის მიღება და მშენებლობის დაწყება. აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 25 000 000 (ოცდახუთი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.“.
2. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
3. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი