2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისათვის“
სასწრაფო დახმარების სტაციონალური ავტომანქანების შესყიდვის
განხორციელებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მხარდაჭერის“ ქვეპროგრამის ფარგლებში შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ კაპიტალი გაიზარდა 280000 ლარით 4 ერთეული სასწრაფო დახმარების სტაციონალური ავტომანქანების შეძენის მიზნით. შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ მიერ 4 ერთეული ავტომანქანის (წამყვანი თვლები 2X4-ზე) შეძენაზე ორჯერ იქნა გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი, რომელიც არ შედგა (მონაწილეობა არ მიიღო არც ერთმა პრეტენდენტმა).
2. მოწონებულ იქნეს შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ წინადადება მაღალი გამავლობის ავტომანქანების შეძენასთან დაკავშირებით და 4 ერთეული ავტომანქანის (წამყვანი თვლები 2X4-ზე) შესყიდვის ნაცვლად შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს“ მიეცეს თანხმობა განახორციელოს 3 ერთეული ავტომანქანის (წამყვანი თვლები 4X4-ზე) შესყიდვა.
3. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ (მერმა) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის კორექტირების დროს გაითვალისწინოს შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისათვის“ დამატებით 1 ერთეული სასწრაფო დახმარების სტაციონალური ავტომანქანის (წამყვანი თვლები 4X4-ზე) შესყიდვის საკითხი.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი