ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 6
თარიღი: 2016-02-26
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა


„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის, პრივატიზაციის გეგმის და  სარგებლობის უფლებით განსაკარგი ობიექტების სარგებლობის  საფასურის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 ივნისის №36 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ და „ე.დ“ ქვეპუნქტებისა და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 08 დეკემბრის №669 დადგენილების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის, პრივატიზაციის გეგმის და სარგებლობის უფლებით განსაკარგი ობიექტების სარგებლობის საფასურის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 ივნისის №36 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-3 პუნქტით დამტკიცებულ „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სარგებლობის უფლებით აუქციონის წესით განსაკარგი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის და პირდაპირი განკარგვის წესით განსაკარგი ქონების წლიური საფასურის“ დანართ 3-ს დაემატოს მე-19 პუნქტი:

მისამართი

ობიექტის დასახელება

საკადასტრო კოდი

ობიექტის მონაცემები

აუქციონის საწყისი წლიური სარგებლობის საფასური (ლარი)

პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის წლიური საფასური (ლარი)

მიწის ფართობი (კვმ)

შენობის ფართი (კვმ)

19

ქ. ბათუმი, ლესელიძის ქ.6

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა

05.30.23.021

1,501.00

__

__

20,000


2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს (გ. ერმაკოვი) მიეცეს თანხმობა წინამდებარე განკარგულებით გათვალისწინებული ობიექტის პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის შესახებ და განკარგულების შესრულების მიზნით დაევალოს უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიე-ბების განხორციელება.
3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 


       საკრებულოს თავმჯდომარე                                                          ირაკლი ჭეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები