ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 5
თარიღი: 2016-02-26
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა  

ა(ა)იპ „ბათუმის ბულვარი“-ს დაფუძნების შესახებ
 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის
 თანხმობის მიცემის თაობაზე


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი მიესალმება ბათუმის ბულვარის ქალაქის თვითმმართველობისათვის დაბრუნების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბ¬ლიკის მთავრობის ინიციატივას და გამოხატავს მზადყოფნას განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიებები ბათუმის ბულვარის მართვის უზრუნველყოფის მიზნით.
მიმდინარე ეტაპისათვის სსიპ „ბათუმის ბულვარი“ თავის საქმანობას ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დამტკიცებული პირიორიტეტების და სამოქმედო გეგმის ფარგლებში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ ასევე დამტკიცებულია ბულვარის მართვის და ინფრასტრუქტურის განვითარების 2016 წლის პროგრამა და ბიუჯეტი, სადაც დეტალურად არის გაწერილი 2016 წელს განსახორციელებელი ღონისძიებები. სსიპ „ბათუმის ბულვარს“ დაწყებული აქვს 2016 წლისათვის შესყიდვის პროცედურები, უკვე გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები, შესაბამისად ნაკისრი აქვს ვალდებულებები. მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებამდე რთული იქნება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს ახალი ორგანიზაციის დაფუძნება და მისი მეშვეობით ბულვარის მართვა, რადგანაც იურიდიული თვალსაზრისით ახალი ორგანიზაციის პირობებში შეუძლე¬ბელი იქნება ტურისტული სეზონის დადგომამდე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულება, შესაბამისად ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მიაჩნია, რომ მის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაცია ა(ა)იპ „ბათუმის ბულვარი“ უნდა დაფუძნდეს ბულვარში მიმდინარე მერიასთან შეთანხმებული ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების შემდგომ არაუგვიანეს 2017 წლის 1 იანვრისა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-20 მუხლის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის და 1061-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. მიეცეს თანხმობა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს არაუგვიანეს 2017 წლის 1 იანვრისა დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდული პირი - „ბათუმის ბულვარი“.
2. დაევალოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში გაითვალისწინოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდული პირი - „ბათუმის ბულვარზე“ შესაბამისი ასიგ¬ნებები.
3. ეთხოვოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გააფორმონ მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც გათვალის-წინებული იქნება მხარეთა ვალდებულება შეწყვიტონ გაფორმებული უზუფრუქტის ხელშეკრულებები ბათუმის ბულვარში მიმდინარე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებული ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების შემდგომ.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
     
         

            საკრებულოს თავმჯდომარე                                                        ირაკლი ჭეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები