2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის N4-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მოსამზადებლად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1061-ე მუხლის, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის N4-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის (შემდგომში დადგენილების პროექტი) მოსამზადებლად დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება.
2. დაევალოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას უზრუნველყოს დადგენილების პროექტის მომზადება და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსადმი დასამტკიცებლად წარდგენა.
3. დადგენილების მომზადებისა და გამოცემისას გამოყენებულ იქნეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები.
4. დადგენილების პროექტის თაობაზე მოსაზრებების წარდგენის ვადა განისაზღვროს დადგენილების პროექტისა და ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში. აღნიშნულის თაობაზე განმეორებით მიეთითოს ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1062-ე მუხლის შესაბამისად გამოქვეყნებულ ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობაში.
5. დადგენილების პროექტის თაობაზე მოსაზრებების წარდგენის ვადის გასვლიდან 5 დღის ვადაში განსახილველ საქმეზე გაიმართოს ზეპირი სხდომა.
6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ინტერნეტგვერდზე და გაზეთ „აჭარა“-ში გამოქვეყნდეს ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ.
7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 117-ე მუხლის შესაბამისად წინამდებარე განკარგულების საჯაროდ გაცნობისათვის წარდგენის მიზნით იგი გამოქვეყნდეს ქ.ბათუმის მერიის ინტერნეტგვერდზე და გაზეთ „აჭარა“-ში.
8. წინამდებარე განკარგულება წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი არ ექვემდებარება ცალკე გასაჩივრებას.
9. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი
ც ნ ო ბ ა
საჯარო გაცნობისათვის
დოკუმენტების წარდგენის შესახებ
ადმინისტრაციული ორგანო, რომელშიც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება და მისამართი – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. #25, მეორე სართული) მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათ-სარგებლობის გენერალური გეგმის და-მტკიცების თაობაზე” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის N4-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების გამოსაცემად.
ადმინისტრაციული ორგანო, სადაც შესაძლებელია ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობა - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექ¬ტუ¬რისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური (მის: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. #25, პირველი სართული, ტელ: 27 26 28).
ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპა¬ლიტეტის საკრებულოს განკარგულების მოკლე შინაარსი - განკარგულებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის N4-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით, კერძოდ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ზონირების ნაწილის ზოგადი ზონირების რუკასა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საინჟინრო ნაწილის ძირითადი გზებისა და ქუჩების ნაწილში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე.
საკუთარი მოსაზრებების წარდგენის ვადა - დადგენილების პროექტის თაობაზე მოსაზრებების წარდგენის ვადა განისაზღვრა დადგენილების პროექტისა და ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში.
პროექტი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №--
2016 წლის -- ---------------
ქალაქი ბათუმი
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის N4-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის - „დასახლებათა ტერიტორიების გამოყე-ნებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები“-ს 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 თებერვლის №4 განკარგულების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმ-ის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №4-1 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ #28; 12-13 მარტი, 2009 წ. გვ: 14, 15, 16) შეტანილი იქნას ცვლილება და თანდართული (გრაფიკული) სახით დამტკიცდეს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საინჟინრო ნაწილის ძირითადი გზებისა და ქუჩების, მათ შორის საპროექტო გზებისა და ქუჩების ქსელის ახალი რუკა (1.9).
2. წინამდებარე დადგენილება საჯაროდ გაცნობის მიზნით, მისი ძალაში შესვლ-ის შემდეგ, საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით გამოქვეყნდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს ინტერნეტგვერდზე და გაზეთ „აჭარა“-ში.
3. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
4. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი
იხილიეთ მიმაგრებული ფაილი: საერთო გენგეგმა აეროფოტოზე