2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქ. ბათუმში, სულიკო ჟღენტის ქუჩიდან ატრაქციონამდე (პანორამული ბორბალი) საავტომობილო გზის ქუჩად გარდაქმნისა და ქუჩისათვის თენგიზ აბულაძის სახელის მინიჭების შესახებ
„მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის #239 დადგენილებისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 23 თებერვლის #11 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. ბათუმში, სულიკო ჟღენტის ქუჩიდან ატრაქციონამდე (პანორამული ბორბალი) საავტომობილო გზა გარდაიქმნას ქუჩად და ეწოდოს თენგიზ აბულაძის სახელი.
2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ (გიორგი ერმაკოვი) განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი