ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 19
თარიღი: 2010-09-08
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები


თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №19

2010 წლის 8 სექტემბერი

ქალაქი ბათუმი

 

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ადმინისტრაციის

დებულების დამტკიცების შესახე

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, თვითმ­მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ადმინისტრაციის თანდარ­თული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის საკრებულოს 2006 წლის 16 ნოემბრის №3-6 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყ­ნე­ბისთანავე

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                       გიორგი კირთაძე

 

 

 

 

„ დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა ”

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის

საკრებულოს დადგენილება

2010 წლის 8 სექტემბერი №19


თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის

მერიის ადმინისტრაციის

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I. ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი:

 

1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ადმინისტრაცია (შემდგომში - ადმინისტრაცია) არის ქ. ბათუმის მერიის სტრუქტურული ერთეული.

2. ადმინისტრაცია შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენილების შესაბამისად.

3. ადმინისტრაციის სრული დასახელებაა: თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ადმინისტრაცია, შემოკლებული დასახელებაა - ქ. ბათუმის მერიის ადმინის­ტრაცია.

4. ადმინისტრაცია შედგება ადმინისტრაციის უფროსისა და ადმინისტრაციაში შემავალი განყოფილებებისაგან.

5. ადმინისტრაციის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, „ადგილობ­რივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს, „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ­ის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენილებას, საქართველოს სხვა ნორმატიულ აქტებს და წინამდებარე დებულებას.

6. ადმინისტრაციის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25.

7. ადმინისტრაციას აქვს ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით. ადმინის­ტრაცია იყენებს მერიის ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით.

 

თავი II. ადმინისტრაციის საქმიანობის პრინციპები

მუხლი 2. ადმინისტრაციის საქმიანობის პრინციპებია:

ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

ბ) კანონის წინაშე თანასწორობა;

გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;

დ) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძ­ველ­ზე;

ე) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთ-გაწონასწორებით;

ვ) მიუკერძოებლობა;

ზ) საქვეყნოობა და საჯაროობა;

 

თ) სამართლებრივი სახელმწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპები.

 

თავი III. ადმინისტრაციის ფუნქციები და ამოცანები

 

მუხლი 3. ადმინისტრაციის უფლებამოსილებები:

ადმინისტრაციის უფლებამოსილებებია:

ა) მერიისათვის ხელშეწყობა საკრებულოსათვის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების წარდგენის განხორციელებაში.

ბ) მერისათვის (მოადგილეებისათვის) კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეწყობა.

გ) მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

დ) საკრებულოს თავმჯდომარის მიერ თვითმმართველ ქ. ბათუმის აღმას-რულებელი ორგანოსადმი მიკუთვნებული ფუნქციის ფარგლებში მიღებული სამართ­ლებ­რივი აქტების, მერის სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულების და სხვა ოფიცია­ლური დოკუმენტაციის პროექტების მომზადება და /ან შეთანხმება.

ე) საკრებულოს თავმჯდომარის, როგორც თვითმმართველ ქ. ბათუმის აღმასრულე­ბელი ორგანოს, მერიის (მერის), მისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტო­რიული ორგანოების წარმომადგენლობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში და საქართველოს საერთო სასამართლოებში, პროკურატურის ორგანოებში, სხვა სამართალდამცავ ორგანოებში, ასევე სხვა სახელ­მწიფო ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობისას.

ვ) საკრებულოს თავმჯდომარის, როგორც თვითმმართველ ქ. ბათუმის აღმასრულე­ბელი ორგანოს, მერის, მერის მოადგილეების და მერიის სისტემაში შემავალი სტრუქ­ტუ­რული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების პერიოდული უზრუნველყოფა საქართველოს მედიის მიერ გავრცელებული ქ. ბათუმის მერიის საქმიანობის ამსახველი ინფორმაციით.

ზ) მედიის საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობა.

თ) მერიის მუშაობის შედეგების საინფორმაციო ბაზის წარმართვა და ანალიზი.

 

ი) საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლო რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კ) მერიაში საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ლ) მერიის არქივის წარმოება.

მ) მერიაში ერთიან საქმისწარმოებასთან დაკავშირებით სხვა უფლება-მოვალეობე­ბის განხორციელება.

ნ) მერიაში დოკუმენტაციის შეუფერხებელი ბრუნვის უზრუნველყოფა.

ო) საკრებულოს, მერის და მერის მოადგილეების დავალებების შესრულების კონტ­რო­ლი. საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების შესრუ­ლების კონტროლი.

პ) მერისა და მერის მოადგილეების თათბირების ორგანიზება.

ჟ) მერიის სისტემაში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებში კორესპონდენციის შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველყოფა.

რ) მერიაში სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და ორგანიზაციებიდან შემოსული კორესპონდენციის შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველყოფა.

ს) მერიის თანამშრომელთა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, მერის, მერის მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგა¬ნოების მიერ დაკავებული შენობა-ნაგებობების და მასთან დაკავშირებული საინჟინრო სისტე­მების ექსპლუატაცია და მისი მოვლა-შენახვა.

ტ) მერიის კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების ორგანიზება.

უ) მოქალაქეთათვის მერიის საქმიანობის გაცნობა.

ფ) მერიის სისტემაში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთობის დამყარება, მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ერთობლივი პროექ­ტებ­ის კოორდინირებულად განხორციელება.

ქ) მერიაში შემოსული წერილებისა და საჩივრების განხილვა.

ღ) მერიის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების კომპიუტერიზაცია და ინფორმაციის სფეროში ერთიანი პოლიტიკის განხორციელება.

ყ) ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის მოწყობის, ატესტაციის ჩატარების ორგანიზება.

შ) მერიის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება.

ჩ) საკადრო მონაცემების ინფორმაციის ბაზის წარმოება.

ც) სხვა უფლებამოსილების განხორციელება საკადრო საკითხებთან დაკავშირებით.

ძ) თვითმმართველ ქ. ბათუმის საკუთრებაში და სარგებლობაში არსებული ძირი­თა­დი საშუალებების და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება.

წ) მერიის მომსახურება საყოფაცხოვრებო საქონლით, საწვავ-საპოხი მასალით, მანქანა-მოწყობილობით, ტრანსპორტით და სხვა საკანცელარიო მასალით.

ჭ) სამივლინებო ანგარიშსწორებათა ოპერატიულად განხორციელების ორგანიზება.

ხ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელ­მწიფო შესყიდვების ორგანიზება, ამ მიზნით ხელშეკრულებების განხილვა და გაფორმე­ბა მომწოდებლებთან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ჯ) სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით სხვა უფლებამოსილების განხორციე­ლება და მერისა და მერის მოადგილეების სხვა დავალებების შესრულება.

 

თავი IV. ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა

 

მუხლი 4. ადმინისტრაციის უფროსი და მისი უფლებამოსილებები

1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის უფროსი (შემდგომში - ადმი­­ნის­ტრაციის უფროსი).

2. ადმინისტრაციის უფროსს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართ­­ველოს ორგანული კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდე­ბობიდან ათავისუფლებს მერი.

3. ადმინისტრაციის უფროსი:

ა) წარმართავს ადმინისტრაციის საქმიანობას და პასუხისმგებელია ადმინის­ტრაციაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) მერს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციის საკადრო საკითხებთან დაკავ­შირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინარული პასუხის­მგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლები­სა და სწავლების შესახებ;

გ) განსაზღვრავს ადმინისტრაციის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, ადმინისტრაციის მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოვა­ლეობებს;

დ) მერს წარუდგენს ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადა­დებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ე) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

ვ) უშუალოდ იხილავს ადმინისტრაციის საჯარო მოხელეთა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებსა და წარდგინებებს, რომელზედაც წარუდგენს მერს შესაბამის დასკვნას;

ზ) ხელწერით ადასტურებს ადმინისტრაციიდან დოკუმენტების და სხვა მასალის გასვლას, რაც არ ითვლება მერიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორ­ციე­ლებად;

თ) უშუალოდ იხილავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ი) ადმინისტრაციისადმი მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითან­ხმებს თვითმმართველ ქ. ბათუმის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;

კ) ითანხმებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებული საკითხების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას და მერიის საქმიანობიდან გამომდინარე, მერი­ისათვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს;

ლ) სამსახურებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს ქალაქ ბათუმის მერს, მერის მოადგილეებს, სტრუქტურული ერთეულების, ასევე მერიის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს;

მ) წარმოადგენს ადმინისტრაციას მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას;

ნ) მონაწილეობს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;

ო) ესწრება მერის თათბირებს;

პ) ესწრება საკრებულოს სხდომებს, სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მონაწი­ლეობდეს საკრებულოს კომისიების (მუშა ჯგუფების) მუშაობაში;

ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის და მერის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს;

რ) მერის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

4. ადმინისტრაციის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს ადმინი­სტრაციისადმი ან/და ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვ­ნებული ნებისმიერი უფლებამოსილება.

5. ადმინისტრაციის უფროსი პასუხისმგებელია ადმინისტრაციის საქმიანობისათვის მერის წინაშე.

6. ადმინისტრაციის უფროსი ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის საქმიანობი­სათვის მერის წინაშე.

7. ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსა-ხურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

თავი V. ადმინისტრაციის სტრუქტურა

 

მუხლი 5. ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფები

1. ადმინისტრაცია შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან.

2. ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფი იქმნება ადმინისტრაციის გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობების განხორციელების უზრუნველ­საყოფად.

3. ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) იურიდიული განყოფილება;

ბ) მასმედიასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილება;

გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;

დ) შესყიდვების განყოფილება;

ე) საქმისწარმოების განყოფილება;

ვ) მერიის სამდივნო (განყოფილება).

4. სტრუქტურული ქვედანაყოფის გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვა­ლეობები განისაზღვრება წინამდებარე დებულებით.

 

მუხლი 6. იურიდიული განყოფილების უფლებამოსილებები

1. იურიდიული განყოფილება:

ა) ახდენს ქ. ბათუმის მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას თავისი კომპეტენცი­ის ფარგლებში;

ბ) ცალკეულ საკითხებზე ადგენს სამართლებრივ დასკვნებს;

გ) ამზადებს საკრებულოს თავმჯდომარის, როგორც თვითმმართველ ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს და მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;

დ) კონსულტაციებს უწევს მერიის თანამშრომლებს ქვეყანაში მოქმედ კანონმდებ­ლობასთან დაკავშირებით;

ე) ახორციელებს მერიის ინფორმაციულ-ანალიტიკურ უზრუნველყოფას ქვეყანაში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის განვითარებისა და სრულყოფის შესახებ, მათ შორის სამართლის ცალკეული დარგების მიმდინარე და პერსპექტიული ანალიზით;

ვ) ამზადებს და/ან ითანხმებს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტებს და/ან ახდენს მათ სამართლებრივ ექსპერტიზას;

ზ) ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარის, როგორც თვითმმართველ ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს, მერიის (მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების) წარმომადგენლობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში და საერთო სასამართლოებში, სხვა სამართალდამცავ ორგანოებში და დაწესებულებებში;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს საკრებულოში განსახილველი იმ სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას, რომელიც მერიის მიერ არის ინიცირებული;

ი) ამზადებს საკრებულოსათვის მერიის მიერ განსახილველად წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტების საბოლოო რედაქციას;

კ) შესაბამისი დავალების შემთხვევაში ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარის, როგორც თვითმმართველ ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს და მერიის ინტერე­სების დაცვას სახელმწიფო ორგანოებთან, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის დროს (მათ შორის ამ ორგანოთა სხდომებზე, თათბირებზე და ა.შ.);

ლ) ახორციელებს ადმინისტრაციულ წარმოებას მერიის კომპეტენციას მიკუთვნე­ბულ საკითხებზე;

მ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ნ) ადმინისტრაციის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქ. ბათუმის მერი.

4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფ­ლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება ქ. ბათუმის მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტ-იურისტს.

5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის უფროსის წინაშე.

6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახუ-რებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

მუხლი 7. მასმედიასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების უფლებამოსილებები

1. მასმედიასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილება:

ა) ორგანიზებას უწევს მერიის წარმომადგენლების შეხვედრებს მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებთან, უზრუნველყოფს პრესკონ­ფერენციების მოწყობას, ამზადებს პრესრელიზებსა და საინფორმაციო წერილებს მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გასავრცელებლად, ახდენს სხვადასხვა უწყებებთან და პრესსამსახურებთან ურთიერთობის კოორდინირებას;

ბ) უზრუნველყოფს მერიის ხელმძღვანელობას საქართველოს ბეჭდვითი მედიის მასალების ყოველდღიური თემატური ნაკრებით, საინფორმაციო გადაცემების მონიტორინგის შედეგებით, ბეჭდვითი მედიის ყოველდღიური ანალიზით, მერიის საქმიანობის ამსახველი მედიის მასალების შეფასებით და რეკომენდაციებით;

გ) დადგენილი წესით აღრიცხავს შემოსულ ინფორმაციას, უზრუნველყოფს მედიის პერიოდულ თემატურ მიმოხილვას მოთხოვნის მიხედვით, მერიის მუშაობის გაშუქებისას ახდენს მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინირებას, მერიის საქმიანობის გაშუქების მიზნით ორგანიზებას უწევს სარეკლამო რგოლების დამზადებას;

დ) ორგანიზებას უწევს მედიის წარმომადგენლების მერიის თანამშრომლებთან შეხვედრას, ათანხმებს შეხვედრის დროს და ადგილს, ორგანიზებას უწევს მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში მერიის მიერ გამოსაქვეყნებლად გადაცემული მასალის გამოქვეყნებას;

ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე კოორდინაციას უწევს მედიის საშუალებების მიერ ქ. ბათუმის მერიასთან გაფორმებული შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებას.

ვ) უზრუნველყოფს კონფერენციების, სემინარების, მრგვალი მაგიდების, შეხვედრების ორგანიზებას პოლიტიკური, საზოგადო, მეცნიერების, კულტურის და სხვა სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით, მერიის სამსახურებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ამზადებს პასუხებს განყოფილებაში შემო¬სულ კორესპონდენციებზე;

ზ) ქმნის შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ საინფორმაციო მონაცემებს, ამზადებს ანალიტიკური გამოკვლევებისა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით მიღებულ მასალებს.

თ) მერიის სამსახურების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოფს მერიის ოფიციალური ვებ-გვერდის ქართულ და უცხო ენებზე რეგულარულ განახლებას, მასზე დაქვემდებარებული მასალის განთავსებას და საჯაროდ გამოცხადებას.

ი) მერიის თანამშრომლებს უწევს კონსულტაციებს ერთიანი საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის შესახებ, ორგანიზებას უწევს თანამშრომლების უცხოეთის ქვეყნებში ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებს, ასევე მივლინებებს, ახორციელებს ქალაქ ბათუმში საქართველოს საერთაშორისო კონფერენციების და ფორუმების დაგეგმვასა და ორგანიზებაში შესაბამისი სამსახურებისათვის ხელშეწყობას;

კ) უზრუნველყოფს მერიის თანამშრომლების საზღვარგარეთ მივლინებისას სამგზავრო ბილეთების დაჯავშნას და/ან მერიის ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებასთან ერთად ტრანსპორტის ორგანიზებას;

ლ) ახდენს საქართველოში ბათუმის მერიის ხაზით მყოფი უცხო ქვეყნის წარმომადგენლების ყოფნისას მერის სამუშაო დღის დაგეგმვას, უზრუნველყოფს საქართველოში ბათუმის მერიის ხაზით მყოფი უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მერიის წარმომადგენლის მიერ დახვედრის, მიღების, გაცილების ორგანიზებას და მასში ბათუმის მერიის წარმომადგენლობის შემადგენლობის განსაზღვრას.

მ) ახდენს საქართველოში ბათუმის მერიის ხაზით მყოფი უცხო ქვეყნის წარმომადგენლების საჩუქრებითა და სამახსოვრო სუვენირებით უზრუნველყოფას, უზრუნველყოფს ბათუმის მერიის სამახსოვრო ალბომის წარმოებას, დაცვა-შენახვას;

ნ) კონსულტაციებს უწევს მერიის თანამშრომლებს უცხო ქვეყნის წარმო-მადგენელთა მიღებისა და დიპლომატიური პროტოკოლის ნორმების დაცვის საკითხებში;

ო) უზრუნველყოფს უცხოეთის ქვეყნების მეგობარი ქალაქების ხელმძღვანელებზე, ასევე საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების თანამშრომლებზე გასაგზავნი წერილების და დეპეშების დამზადებას და მათი გაგზავნის ორგანიზებას;

პ) ახორციელებს თვითმმართველ ქ. ბათუმის დღესასწაულებში მონაწილეობის მისაღებად უცხოეთის მეგობარი ქალაქების, ასევე საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომად¬გენელთა მოწვევის ორგანიზებას;

ჟ) ახორციელებს საქართველოში ბათუმის მერიის ხაზით ჩამოსული უცხოეთის ქვეყნის წარმომადგენელთა ქალაქ ბათუმისა და საქართველოს ფარგლებში მოგზაურობის დაგეგმვას და განხორციელების ორგანიზებას;

რ) ახორციელებს საქართველოში ბათუმის მერიის ხაზით ჩამოსული უცხოეთის ქვეყნის წარმომადგენელთა ვიზიტების, გამართული შეხვედრებისა და მიღწეული შეთანხმებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მედიის საშუალებებით;

ს) ახორციელებს უცხოეთის წარმომადგენლობებზე, საერთაშორისო მისიებ¬ზე და საერთაშორისო ორგანიზაციებზე ბათუმის მერიის თანამშრომელთა მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარების ოპერატიულად გაწევის კოორდინაციას;

ტ) ახორციელებს ქალაქ ბათუმის მერიის ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებასთან ერთად მერიის საკონფერენციო დარბაზების მომსახურებას;

უ) ახორციელებს საქართველოში ბათუმის მერიის ხაზით ჩამოსული უცხოეთის ქვეყნის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს კვების ობიექტების ორგანიზებას და შესაბამის ექსპლუატაციას;

ფ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ქ) ადმინისტრაციის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქ. ბათუმის მერი.

4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება ქ. ბათუმის მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს.

5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია ადმინის¬ტრაციის უფროსის წინაშე.

6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახუ-რებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

მუხლი 8. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფლება-მოსილებები

1. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება:

ა) ახორციელებს მერიის სამეურნეო საქმიანობის კოორდინაციას და მართვას;

ბ) უზრუნველყოფს მერიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართულ ექსპლუატაციას და ფუნქციონირებას, მის გაუმჯობესებას და სრულყოფას;

გ) ახდენს მერიის ადმინისტრაციულ შენობებში სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვას, ორგანიზებას და შესრულების კოორდინაციას;

დ) ადგენს წლის განმავლობაში მერიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნ-ველყოფის მიზნით განსახორციელებელი შესყიდვების გეგმას;

ე) ამარაგებს მერიას საყოფაცხოვრებო საქონლით, საწვავ-საპოხი მასალით, მანქანა-მოწყობილობებით, ტრანსპორტით, სამშენებლო მასალით, საკანცელარიო და სხვა დანარჩენი აუცილებელი საქონლით;

ვ) ორგანიზებას უწევს მერიის კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურებას;

ზ) უზრუნველყოფს მერიის თანამშრომლებს მატერიალურ-ტექნიკური საშუალე­ბებით, ადმინისტრაციული შენობებისა და მასთან დაკავშირებული საინჟინრო სისტემების ექსპლუატაციას და მათ მოვლა-შენახვას;

თ) ახორციელებს მერიის კომპიუტერიზაციას და ინფორმატიზაციის სფეროში ერთიან პოლიტიკას, კომპიუტერული ქსელის მუშაობის უზრუნველყოფას;

ი) უახლესი ტექნიკისა და ტექნოლოგიების გაცნობის საფუძველზე შეიმუშავებს მერიის ტექნოლოგიების შესაძლო დანერგვის საკითხებს;

კ) უზრუნველყოფს მერიის სათათბირო დარბაზ(ებ)ის თანამედროვე ტექნო­ლოგიური აპარატურით აღჭურვას და მათ გამართულ მუშაობას;

ლ) ახდენს მერიის სასაწყობო ნაგებობების მოვლა-შენახვას და მათი დაცვის კოორდინაციას;

მ) ახდენს მერიის მატერიალურ ფასეულობათა დაცვა-შენახვას;

ნ) ორგანიზებას უწევს მერიის თანამშრომლის საქართველოს ტერიტორიაზე მივლინებებს და ამ მიზნით ახდენს სამგზავრო ბილეთის დაჯავშნას ან ტრანსპორტით უზრუნველყოფას;

ო) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

პ) ადმინისტრაციის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქ. ბათუმის მერი.

4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავი­სუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება ქ. ბათუმის მერის ბრძანების საფუძ­ველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს.

5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის უფროსის წინაშე.

6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახუ-რებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

მუხლი 9. შესყიდვების განყოფილების უფლებამოსილებები

1. შესყიდვების განყოფილება:

ა) კონსულტაციებს უწევს სატენდერო კომისიის წევრებს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით;

ბ) თვალყურს ადევნებს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში;

გ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოს შესყიდვების სააგენტოში გასაგზავნი წერილების, ანგარიშების, ხელშეკრულებების, ინფორმაციის და სხვა მასალების მომზადებას და სააგენტოში მათ დროულად გადაგზავნას;

დ) ამზადებს მასალებს სახელმწიფო შესყიდვების ერთპირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებისას;

ე) ამზადებს მასალებს სახელმწიფო შესყიდვების ფასთა კოტირების საშუალებით განხორციელებისას;

ვ) მონაწილეობას ღებულობს სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შედგენაში და მასში ცვლილებების (კორექტირებული) პროექტის მომზადებაში;

ზ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას ავლენს ინტერესთა კონფლიქტს და ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრის წინადადებით მიმართავს პირს, რომელიც დადგა ინტერესთა კონფლიქტის წინაშე;

თ) ქ. ბათუმის მერიის მასმედიასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილებასთან კოორდინირებულად აკონტროლებს მედიის საშუალებების მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების თაობაზე გამოსაქვეყნებლად გადაგზავნილი ინფორმაციის დროულად გამოქვეყნებას, უზრუნველყოფს ამ თვალსაზრისით არსებული ხარვეზების აღმოფხვრას და სატენდერო კომისიას წარუდგენს წინადადებებს არსებული პრობლემებისა და მათი თავიდან აცილების თაობაზე;

ი) შეიმუშავებს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების ტექსტს და სატენდერო დოკუმენტაციას;

კ) უზრუნველყოფს სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობას ტენდერში მონაწილეობის მსურველებზე;

ლ) კოორდინაციას უწევს ტენდერში მონაწილეობის თაობაზე წინადადებების მიღებისა და მონაწილეთა რეგისტრაციის პროცესს;

მ) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო შესყიდვის ტენდერის საშუალებით განხორციელებისას ოპერატიული ანგარიშების შედგენას;

ნ) შეიმუშავებს ტენდერის მეშვეობით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების პროექტს;

ო) აძლევს კონსულტაციებს ტენდერისა და ფასთა კოტირების საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მსურველებს;

პ) ამზადებს დასკვნებს სახელმწიფო შესყიდვების კანონშესაბამისად წარმართვის თაობაზე;

ჟ) შეისწავლის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას გამოვლენილ ნაკლოვანებებს და წარმოადგენს რეკომენდაციებს მათი აღმოფხვრის თაობაზე;

რ) ამზადებს სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პროექტებს;

ს) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ტ) ადმინისტრაციის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქ. ბათუმის მერი.

4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება ქ. ბათუმის მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს.

5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია ადმინის­ტრაციის უფროსის წინაშე.

6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახუ-რებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

მუხლი 10. საქმისწარმოების განყოფილების უფლებამოსილებები

1. საქმისწარმოების განყოფილება:

ა) ახორციელებს მერისა და ადმინისტრაციის უფროსის თათბირების ოქმების მომზადებას, ასევე, მერის, მერის მოადგილეებისა და ადმინისტრაციის უფროსის თათბირების ოქმების დამრავლებას, მისი ამონაწერების შესაბამის თანამდებობის პირებზე დაგზავნას, მერიის სამართლებრივი აქტების საბოლოო ექსპერტიზისა და რედაქტირების შემდეგ ხელმოსაწერად მომზადებას;

ბ) ახორციელებს ხელმოწერილი, საკრებულოს თავმჯდომარის, როგორც თვითმმართველ ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს და მერის სამართლებრივი აქტების შესაბამის მერიის სტრუქტურულ ერთეულებზე და თანამდებობის პირებზე დასაგზავნად მომზადებას და მისი დაგზავნის უზრუნველყოფას, მათ სისტემატიზაციას და შენახვას, სამართლებრივი აქტების ელექტრონილი ბაზის წარმოებას. ადმინისტრაციის უფროსის მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოებისა და მოსმენის ოქმების წარმოებას;

გ) ახდენს საკრებულოს თავმჯდომარის, როგორც თვითმმართველ ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს, მერის სამართლებრივი აქტების, ასევე მერის და ადმინისტრაციის უფროსის თათბირების ოქმების, კომისიის სხდომების ოქმების, ადმინისტრაციის უფროსის მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოებისა და მოსმენის ოქმების პროექტების რედაქტირებას, სტილისტურ დახვეწას და კომპიუტერულ დამუშავებას;

დ) ახდენს ხელმოწერილი საკრებულოს თავმჯდომარის, როგორც თვითმმართველ ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს და მერის სამართლებრივი აქტების რეგისტრაციაში გატარებას და თანმხლები რეკვიზიტების შემოწმებას,

ე) უზრუნველყოფს მერის, მერის მოადგილეების, ასევე ადმინისტრაციის უფროსის თათბირებზე დამსწრე პირთა მოწვევასა და რეგისტრაციას;

ვ) უზრუნველყოფს მერიაში ერთიან საქმისწარმოებას, კორესპონდენციების ცენტრა­ლი­ზებულ დოკუმენტბრუნვას, საიდუმლო საქმისწარმოებას, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

ზ) ახორციელებს ქ. ბათუმის მერიაში შემოსული კორესპოდენციების აღრიცხვას, შესაბამისი რეზოლუციების საფუძველზე მათ დროულად დამუშავებას და შემსრულებ­ლამდე მიწოდებას;

თ) უზრუნველყოფს ქ. ბათუმის მერიიდან გასული კორესპოდენციის რეგის­ტრაციას და დანიშნულებისამებრ ადრესატისათვის ჩაბარებას ან საფოსტო კავშირებით გადაგზავნას, გასული დოკუმენტების ასლის, თანდართული მასალებით დამუშავებასა და საქმეთა ნომენკლატურის მიხედვით შენახვას არქივში ჩაბარებამდე;

ი) უზრუნველყოფს დამტკიცებული საქმეთა ნომენკლატურის მიხედვით მერიაში ერთიან საქმისწარმოებას;

კ) უზრუნველყოფს მერიაში შემოსულ, კონტროლზე აყვანილი კორესპოდენციების შესრულების ვადების დაცვისათვის შეხსენების სისტემის მუშაობას. ცალკეულ დავალებათა დროულად შესრულების მიზნით ადგენს საკონტროლო ბარათებსა და უგზავნის შემსრულებლებს;

ლ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის სახელზე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული წერილების უშუალო შესრულებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში;

მ) ორგანიზებას უწევს სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის გავლას, ახორციელებს მერიის მოსამსახურეთა საკადრო აღრიცხვის დადგენილი წესით წარმოებას, მოსამსახურეთა შრომის წიგნაკებსა და ჩანართ ფურცლებში შესაბამისი ჩანაწერების შეტანას;

ნ) ამზადებს მერიის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე დანიშვნისა და სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ შესაბამის დოკუმენტაციას, აგრეთვე აფორმებს შვებულებებსა და მივლინებებს;

ო) უზრუნველყოფს ქ. ბათუმის მერიაში ახლადმიღებულ თანამშრომელთა მიერ საჯარო მოსამსახურის ფიცის დადებისა და დაწესებულების შინაგანაწესის გაცნობის ხელწერილების ჩამორთმევის პროცედურას, აწარმოებს მოსამსახურის ნამსახურეობის ნუსხას, უზრუნველყოფს მერიის მოსამსახურეთა მოწმობებისა და დროებითი საშვების გაცემას, ქმნის საკადრო მონაცემების ინფორმაციულ ბაზას;

პ) ამზადებს სხვადასხვა სახის საცნობარო მასალებს გამოსაცემად, ამზადებს საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ჟ) ამზადებს მერიის თანამშრომელთა ხელფასებზე სხვადასხვა დანამატების განსაზღვრის, დაჯილდოების, წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე სამართლებრივი აქტების პროექტებს;

რ) ახორციელებს მერიის ადმინისტრაციის, მერიის სხვა სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ გადაცემული მასალების აღრიცხვას, სისტემატიზაციას, დაცვასა და დადგენილი წესით შენახვას, საარქივო მასალების შენახვას და საუწყებო არქივის წარმოებას;

ს) თანამშრომლობს ცენტრალურ არქივთან და სხვა ტერიტორიული ერთეულის არქივებთან, მეთოდურ დახმარებასა და კონსულტაციას უწევს საარქივო წარმოების საკითხებში ადმინისტრაციის ქვედანაყოფებს, მერიის სტრუქტურულ ერთეულებს და ტერიტორიულ ორგანოებს.

ტ) ორგანიზებას უწევს მერის, მერის მოადგილეების, ასევე მერიის ადმინისტრაცი­ის უფროსის მოხსენებების, გამოსვლების, ანგარიშების მომზადებას, მერის, მერის მოადგილეებს, ასევე მერიის ადმინისტრაციის უფროსს უწევს შესაბამის საინფორმაციო მომსახურებას;

უ) ორგანიზებას უწევს მერიაში მოქალაქეთა მიღებას;

ფ) უზრუნველყოფს საშვთა ბიუროს მუშაობას და მოქალაქეთა მიღებას ცალკეულ ხელმძღვანელ საჯარო მოხელესთან;

ქ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ღ) ადმინისტრაციის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქ. ბათუმის მერი.

4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი განთავისუფ­ლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება ქ. ბათუმის მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს.

5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია ადმინის­ტრაციის უფროსის წინაშე.

6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახუ-რებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

მუხლი 11. მერიის სამდივნოს (განყოფილების) უფლებამოსილებები:

1. მერიის სამდივნო (განყოფილება):

ა) პასუხისმგებელია მერისა და მერის მოადგილეების მისაღებ და სამუშაო ოთახებში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების დაცვა-შენახვაზე;

ბ) ორგანიზებას უწევს მერთან და მერის მოადგილეებთან შეხვედრებს;

გ) უზრუნველყოფს მერისა და მერის მოადგილეების მისაღებ ოთახებში წესრიგის დაცვას;

დ) უზრუნველყოფს მერის და მერის მოადგილეების შესაბამის მატერიალურ-ტექნიკურ მომსახურებას;

ე) მონაწილეობს თვითმმართველ ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ შენობებში მერისა და მერის მოადგილეების სამუშაო შეხვედრების დაგეგმვაში და წარმართვაში;

ვ) მონაწილეობენ მერისა და მერის მოადგილეების თათბირების ორგანიზებაში;

ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

თ) მერის, მერის მოადგილეებისა და ადმინისტრაციის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.

2. მერის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მერის სამდივნოს (განყოფილების) უფროსი, ხოლო „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებენ მერის რეფერენტები.

3. მერის მოადგილეების შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებენ მერის შესაბამისი მოადგილის რეფერენტები;

4. მერიის სამდივნოში (განყოფილებაში) საჯარო სამსახურს ეწევიან ასევე მერის მრჩევლები, მერისა და მერის მოადგილეების თანაშემწეები, რომლებიც, შესაბამისად მერისა და მერის მოადგილეების დავალებით ახორციელებენ ცალკეულ ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს;

5. სამდივნოს (განყოფილებას) ხელმძღვანელობს სამდივნოს (განყოფილების) უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქ. ბათუმის მერი.

6. სამდივნოს (განყოფილების) უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი განთავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება ქ. ბათუმის მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება სამდივნოს (განყოფილების) ერთ-ერთ საჯარო მოსამსახურეს.

7. სამდივნოს (განყოფილების) უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია მერისა და ადმინისტრაციის უფროსის წინაშე.

8. მერის მრჩევლები, მერისა და მერის მოადგილეების თანაშემწეები პასუხის­მგებელი და ანგარიშვალდებული არიან შესაბამისად მერის და მერის მოადგილეების წინაშე.

9. სამდივნოს (განყოფილების) უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

 

მუხლი 12. ადმინისტრაციის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები

1. ამ დებულების შესაბამისად ადმინისტრაციის საშტატო ნუსხით ადმინის-ტრაციის შემადგენლობაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:

ა) ადმინისტრაციის უფროსი;

ბ) განყოფილების უფროსი;

გ) სამდივნოს (განყოფილების) უფროსი;

დ) მერის მრჩეველი;

ე) მერისა და მერის მოადგილის თანაშემწე;

ვ) მთავარი სპეციალისტი-იურისტი (მხოლოდ იურიდიული განყოფილებისთვის);

ზ) მთავარი სპეციალისტი;

თ) წამყვანი სპეციალისტი-იურისტი (მხოლოდ იურიდიული განყოფილებისთვის);

ი) წამყვანი სპეციალისტი;

კ) უფროსი სპეციალისტი;

ლ) სპეციალისტი;

მ) დამხმარე მოსამსახურე.

2. ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის იურიდიულ განყოფილებაში ნებისმიერ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს პირი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, რაც უნდა დასტურდებოდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტით.

 

თავი VI. ერთი სარკმლის პრინციპზე დაფუძნებული მომსახურება

 

მუხლი 13. ერთი სარკმლის პრინციპზე დაფუძნებული მომსახურების არსი

1. თუ ქალაქ ბათუმის მერის გადაწყვეტილებით კონკრეტული შემთხვევისთვის სხვა რამ არ დადგინდება, ქალაქ ბათუმის მერიის სისტემაში გადაწყვეტილებები მიიღება და მომსახურება წარმოებს ერთი სარკმლის პრინციპით.

2. ერთი სარკმლის პრინციპით გადაწყვეტილებათა მიღებისა და მომსახურების გაწევის მიზანია:

ა) მერიის სისტემაში გადაწყვეტილებათა მიღების ოპერატიულობის უზრუნველ­ყოფა;

ბ) უფლებამოსილებათა ნაწილის დელეგირება მერიის სტრუქტურული ერთეულის და მერიის ადმინისტრაციის ქვედანაყოფის მოხელეებზე;

გ) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღებისას მერიის სტრუქტურული ერთეულისა და მერიის ადმინისტრაციის ქვედანაყოფის მოხელეთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა;

დ) თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გასაწევი მომსახურების ფარგლებში მისაღებ გადაწყვეტილებათა და უფლებამოსილებათა მაქსიმალურად შესაძლებელი კონცენტრაცია მერიის კონკრეტულ სტრუქტურულ ერთეულსა და მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მერიის სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფის კონკრეტულ მოხელეზე;

ე) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მერიის სტრუტურული ერთეულის და მერიის ადმინისტრაციის ქვედანაყოფის მოხელის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სავალდებულობის უზრუნველყოფა მერიის ყველა მოხელისათვის;

ვ) ერთი სარკმლის პრინციპის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ მერიის თანამდებობის პირთა ინფორმირება და ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა.

3. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის, თვითმმართველი ერთეულის და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მერიის წინაშე ინიცირებულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას, როგორც წესი არ გამოიყენება ამ თავით დადგენილი წესები.

4. ამ თავის პროცედურული ნორმები არ ვრცელდება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გაცემის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესზე.

 

მუხლი 14. ერთი სარკმლის პრინციპზე დაფუძნებული მომსახურების პროცესი

1. მერიაში ერთი სარკმლის პრინციპზე დაფუძნებული მომსახურების პროცესი იწყება მერიის ადმინისტრაციის ქვედანაყოფში - მერიის ადმინისტრაციის საქმისწარ­მოების განყოფილებაში საამისოდ განკუთვნილ ადგილზე - მომსახურების სექტორში (შემდგომში - მომსახურების ცენტრი ან ცენტრი);

2. ცენტრი არ არის ორგანიზაციულად სტრუქტურირებული, მერიის ან ადმინის­ტრაციის ან/და საქმისწარმოების განყოფილების სტრუქტურული ქვედანაყოფი.

3. ცენტრში, მერიის მოხელეთა შორის გამიჯნული კომპეტენციისა და სფეროების მიხედვით ფუნქციონირებს:

ა) სანებართვო და ზედამხედველობის საკითხთა რეგისტრაცია;

ბ) ინფრასტრუქტურისა და ქონებრივ საკითხთა რეგისტრაცია;

გ) სოციალურ საკითხთა რეგისტრაცია;

დ) კონსულტაციები;

ე) ცხელი ხაზი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, მერიის ადმინის-ტრაციის საშტატო განრიგითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით შეიძლება განისაზღვროს ცენტრში განსახორციელებელი სხვა ფუნქციები.

5. მერია უზრუნველყოფს ცენტრის ტექნიკურ მოწყობასა და აღჭურვას ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ფუნქციონირებისათვის.

 

მუხლი 15. რეგისტრაციაზე მომუშავე მოხელეთა ფუნქციები და კომპეტენციის სფეროები

1. რეგისტრაციაზე მომუშავე მოხელეების ფუნქციებში შედის:

ა) შემოსული კორესპონდენციის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის პირველადი შემოწმება, მოთხოვნის არსისა და ადრესატის/გადა­წყვეტი­ლების მიმღების დადგენა, კორესპონდენციის რეგისტრაცია;

ბ) შემოსული კორესპონდენციის მერიის უფლებამოსილ სტრუქტურულ ქვედა­ნაყოფში/უფლებამოსილ მოხელესთან გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ) თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრუ­ლე­ბა.

2. სანებართვო და ზედამხედველობის საკითხებზე უფლებამოსილი მოხელის კომპე­ტენცი­ის სფეროში, როგორც წესი შედის შემდეგი საკითხები:

ა) მშენებლობის ნებართვის გაცემა (I, II და III ეტაპი);

ბ) უკანონოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული (მიშენებული, დაშენებული) შენობის (ფართის) ლეგალიზაცია;

გ) მრავალბინიანი შენობებით დაკავებული მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენა;

დ) შენობა-ნაგებობების ვარგისად აღიარება;

ე) მშენებლობის კონსერვაცია;

ვ) უნებართვოდ აშენებული იმ შენობა-ნაგებობის (ავტოფარეხის, შენობა-ნაგებობის, მიშენების ან დაშენების) დემონტაჟი, რომელიც არ ექვემდებარება ლეგალიზებას;

ზ) გადათხრითი სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემა;

თ) შენობის იერსახის (ფასადის) შეცვლა/რეკონსტრუქცის შეთანხმება.

3. ინფრასტრუქტურისა და ქონებრივ საკითხებზე უფლებამოსილი მოხელის კომპეტენციის სფეროში, როგორც წესი შედის შემდეგი საკითხები:

ა) ქალაქ ბათუმში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისა და ხელშეწყობის პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები;

ბ) სანიაღვრე არხებისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის პროგრამებთან დაკავშირებული საკითხები;

გ) საკომპენსაციო თანხებით მოქალაქეთა უზრუნველყოფის პროგრამასთან (მათ შორის, უნებართვოდ აშენებული ავტოფარეხის, შენობა-ნაგებობის, მიშენების ან დაშენების დემონტაჟისათვის საჭირო თანხებითა და რესურსებით) დაკავშირებული საკითხები;

დ) სანიტარიული ნორმები, მომსახურება და პირობები;

ე) ადგილობრივი ტრანსპორტი, მგზავრთა გადაყვანა და ავტომანქანის პარკირება;

ვ) საგზაო მონიშვნა და საგზაო ნიშნების განთავსება;

ზ) გარე ვაჭრობა;

თ) გარე განათება, ქუჩებისა და ტროტუარების მშენებლობა-კეთილმოწყობა;

ი) ადგილობრივ საკუთრებაში არსებული კულტურისა და სპორტის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია;

კ) სახანძრო უსაფრთხოება და ინფორმაცია ხანძრის შესახებ.

ლ) თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობაში ან საკუთრებაში გაცემა;

მ) თვითმმართველი ერთეულის - ქალაქ ბათუმის, აგრეთვე ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის შესახებ ინფორმაციის გაცემა;

ნ) თვითმმართველი ერთეულის - ქალაქ ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ქირის შესახებ ინფორმაციის გაცემა;

ო) თვითმმართველი ერთეულის - ქალაქ ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში გადაცემისას საწყისი ღირებულების შესახებ ინფორმაციის გაცემა;

პ) თვითმმართველი ერთეულის - ქალაქ ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ღირებულების შესახებ ინფორმაციის გაცემა.

4. სოციალურ საკითხებზე უფლებამოსილი მოხელის კომპეტენციის სფეროში, როგორც წესი შედის შემდეგი საკითხები:

ა) მიწერის მოწმობა და მასთან დაკავშირებული საკითხები;

ბ) დროებითი სამხედრო მოწმობა და მასთან დაკავშირებული საკითხები;

გ) წვევამდელთა აღრიცხვა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება, სამხედრო ძალების რეზერვში პირთა აღრიცხვა-გაწვევის ორგანიზება;

დ) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციაში გატარების თაობაზე თანხმობის გაცემა;

ე) მიცვალებულის გადასვენებაზე ცნობის გაცემა;

ვ) გაფრთხილება/შეტყობინება შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ;

ზ) ქალაქ ბათუმის ადგილობრივი ან ქალაქ ბათუმში სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი პროგრამები ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში.

 

მუხლი 16. კონსულტანტისა და ცხელი ხაზის მოხელის კომპეტენციის სფერო

1. კონსულტანტის კომპეტენციის სფეროში, როგორც წესი შედის:

ა) მერიის კომპეტენციის სფეროში შემავალ საკითხებზე მოქალაქეებთან შეხვედრები და კონსულტაციების გაწევა;

ბ) მერიის კომპეტენციის სფეროში შემავალ საკითხებზე დაინტერესებული პირებისათვის სატელეფონო კონსულტაციების გაწევა;

გ) თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

2. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ქ. ბათუმის მერის მიერ დადგენილი წესით, უზრუნველყოფს მისდამი დაქვემდებარებული ერთეულის არანაკლებ ერთი მოხელისათვის მომსახურების ცენტრში კონსულტაციების გასაწევად წარგზავნას.

3. მერიის ცხელი ხაზის მოხელის კომპეტენციის სფეროში, როგორც წესი შედის:

ა) მერიაში შემოსულ კორესპონდენციაზე მომზადებული პასუხის/დოკუმენტის კორესპონდენციის წარმომდგენისათვის გადაცემა;

ბ) მერიაში შემოსულ კორესპონდენციასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირებისათვის ინფორმაციის მიწოდება (რა სტადიაზე იმყოფება კორეს¬პონდენცია);

გ) თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

 

მუხლი 17. ცენტრში მოხელეთა რაოდენობა და სამუშაო დროის განაწილება

1. მოხელეთა სამუშაო დრო და ადგილი განისაზღვრება ბათუმის მერიის შინაგანაწესით, წინამდებარე დებულებითა და ბათუმის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით.

2. ქ. ბათუმის მერიის სტრუქტურული ერთეულები, რომელთაც ევალებათ მომსახურების ცენტრში კონსულტაციების გასაწევად მოხელეთა წარგზავნა განისაზღვრება ქ. ბათუმის მერის მიერ.

3. ქ. ბათუმის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მოხელეთა (კონსულტანტების) როტაცია/მონაცვლეობა, როგორც წესი ხორციელდება სამ საათში ერთხელ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესები არ ვრცელდება კონსულტანტზე, რომელიც წარმოადგენს ბათუმის მერიის ადმინისტრაციის მოხელეს.

 

მუხლი 18. გადაწყვეტილების მიღების პროცესი

1. მოთხოვნის არსისა და ადრესატის/გადაწყვეტილების მიმღების დადგენის ფუნქციის შემსრულებელი მოხელე (რეგისტრატორი) რეგისტრაციაში ატარებს კორესპონ­დენციას (თანდართული დოკუმენტებით, ასეთის არსებობისას) და გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის მერიის უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულს /სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილ მოხელეს.

2. ცენტრში შემოსული კორესპონდენცია ექვემდებარება აუცილებელ რეგისტრაციას, მათ შორის კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. ცენტრში შემოსული კორესპონდენციის სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოებისა და კომპიუტერული პროგრამის გამოყენების წესი განისაზღვრება ქ. ბათუმის მერის მიერ.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მერიის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულისათვის/უფლებამოსილი მოხელისათვის გადა­­გზავნა ხორციელდება საქმისწარმოების განყოფილების მოხელის მეშვეობით სამუშაო დღის განმავლობაში არანაკლებ ორჯერ.

5. შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნისას, მერიის უფლება­მოსილი სტრუქტურული ერთეულისათვის/უფლებამოსილი მოხელისათვის აგრეთვე ხდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ელექტრო­ნული ვერსიის გადაგზავნა ერთიანი კომპიუტერული ქსელის მეშვეობითაც.

6. თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული მერიის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი მოხელე გადაწყვეტილებას იღებს კორესპოდენციის რეგისტრაციიდან არანაკლებ 15 და არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში;

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ერთჯერადად გაგრძელების (არაუმეტეს თავდაპირველი ვადის ოდენობისა) უფლებამოსილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი პირობების გათვალისწინებით, გამონაკლის შემთხვევაში, სათანადო არგუმენტაციით აქვს მერიის სტრუქტურული ერთეულის იმ უფლებამოსილ მოხელეს, რომელიც იხილავს კორესპონდენციას. ვადის გაგრძელებისა და ამის საჭიროების არგუმენტაციის შესახებ მერიის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი მოხელე აცნობებს ცხელი ხაზის მოხელეს, მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს და კორესპონდენციის წარმდგენს.

8. მერიის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული/უფლებამოსილი მოხელე გადაწყვეტილებას წერილობითი ფორმით ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული საშუალებებით აგზავნის ცენტრში, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების გადაცემას კორესპოდენციის წარმდგენისათვის.

 

მუხლი 19. დოკუმენტბრუნვა კომპიუტერული ქსელის მეშვეობით

1. შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნისას, შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაცია და მერიის სისტემაში მოძრაობა აგრეთვე ხდება ერთიანი კომპიუტერული ქსელის მეშვეობითაც.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქსელის ფუნქციონირებასა და ადმინისტრირებას უზრუნველყოფს მერია, სტრუქტურული ერთეულის/ერთეულების მეშვეობით.

3. მერია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქსელის ადმინისტ­რი­რებისას უზრუნველყოფს მომხმარებელთა მიერ წარდგენილი განცხადების/კორეს­პონდენციის მსვლელობაზე თვალყურის მიდევნებას.

 

მუხლი 20. მოხელეთა გარანტიები და პასუხისმგებლობა

1. ცენტრში მომუშავე მერიის მოხელის სამსახურებრივი დაწინაურების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, მატერიალური-ტექნიკური უზრუნ­ველყოფის, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ გადაწყვეტი­ლებას ყოველთვიური ანგარიშის საფუძველზე იღებს ქალაქ ბათუმის მერი.

2. მერიის მოხელეების მიერ ამ თავით დადგენილი წესების დაუცველობა წარმოადგენს დამრღვევის მიმართ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების გამო­ყენების საფუძველს.

3. მერიის სისტემაში დასაქმებული მოხელეებისა და თანამდებობის პირთა მიერ ცენტრში მომუშავე მოხელის ან მერიის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი მოხელის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, აგრეთვე ცენტრში მომუშავე მერიის მოხელის ან მერიის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი მოხელისათვის გადაწყვეტილებაში ხელის შეშლა, ან მის საქმიანობაში არამართლ­ზომიერი ჩარევა წარმოადგენს დამრღვევის მიმართ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების საფუძველს.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებას ცენტრში მომუშავე მერიის მოხელის ან მერიის სტრუქტურული ერთეულის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე იღებს ქ. ბათუმის მერი.

 

მუხლი 21. ერთი სარკმლის პრინციპით გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმირება

1. ამ თავით დადგენილი წესით გაწეული მომსახურების, აგრეთვე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ერთიან ანგარიშს ადგენს ქ. ბათუმის მერის მიერ განსა­ზღვრული ცენტრში მომუშავე მოხელე არანაკლებ თვეში ერთხელ მაინც.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შედგენილი ანგარიში წარედგინება მერს და მერიის ადმინისტრაციის უფროსს, აგრეთვე ინფორმაცია განთავსდება საჯარო გაცნობისათვის.

 

თავი VII. სხვა დებულებები

 

მუხლი 22. სხვა დებულებები

1. იმ უფლებამოსილებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც წინამდებარე დებულებით მიეკუთვნა ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციას, მაგრამ წინამდებარე დებულების ძალაში შესვლამდე მიკუთვნებული ჰქონდა ქ. ბათუმის მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულს, წინამდებარე დებულების დამტკიცების თაობაზე სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის შემდეგ ითვლება ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებად.

2. ის გადაწყვეტილებები, რომელიც „ქალაქ ბათუმის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2006 წლის 16 ნოემბრის №3-6 დადგენილებით მიკუთვნებული ჰქონდა ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციას, წინამდებარე დებულების დამტკიცების თაობაზე სამართ­ლებრივი აქტის ძალაში შესვლის შემდეგ ითვლება წინამდებარე დებულებით გათვა­ლისწინებული ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტი­ლებად.

3. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები