2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა“ დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №281 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - ,,საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა“ დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის № 281 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული პროგრამა „საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა“ (პროგრამული კოდი 05 03) თანდართული ქვეპროგრამით „ახალგაზრდობის საქმეთა ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი 05 03 01).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი