ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 176
თარიღი: 2014-11-10
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა  

 


 „2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „სპორტის განვითარების ხელშეწყობა“ დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №282 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის  საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 
1. „2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „სპორტის განვითარების ხელშეწყობა“ დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის № 282 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული 2014 წლის მუნიციპალური პროგრამა „სპორტის განვითარების ხელშეწყობა“ (პროგრამული კოდი 05 01) თანდართული ქვეპროგრამებით, მათ შორის:
ა) ქვეპროგრამა „სპორტული ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი 05 01 01).
ბ) ქვეპროგრამა „სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერა“ (პროგრამული კოდი  05 01 02);
გ) ქვეპროგრამა „სპორტულ ახალგაზრდული ცენტრის განვითარება“ (პროგრამული კოდი 05 01 03);
დ) ქვეპროგრამა სასპორტო და დასვენების ობიექტების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 01 04).


2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                        ირაკლი ჭეიშვილი

იხილეთ მიმაგრებული ფაილი                                                    

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები