ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 174
თარიღი: 2014-11-10
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა  


„2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „ქალაქის კეთილმოწყობა“
დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №275 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. „2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „ქალაქის კეთილმოწყობა“ დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №275 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული 2014 წლის მუნიციპალური პროგრამა „ქალაქის კეთილმოწყობა“ (პროგრამული კოდი 03 03) თანდართული ქვეპრო-გრამებით, მათ შორის:
ა) ქვეპროგრამა ,,საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და ტექნიკური ზედამხედველობა“ (პროგრამული კოდი 03 03 01);
ბ) ქვეპროგრამა ,, ქალაქის დაგეგმარება“ (პროგრამული კოდი 03 03 02);
გ) ქვეპროგრამა „საკომპენსაციო თანხებით მოქალაქეთა უზრუნველყოფა“ (პროგრა-მული კოდი 03 03 03);
დ) ქვეპროგრამა ქალაქის გამწვანების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03 07);
ე) ქვეპროგრამა „ბათუმის განვითარების ფონდი“ (პროგრამული კოდი 03 02 08);
ვ) ქვეპროგრამა ,,პარკების, სკვერებისა და მოედნების კეთილმოწყობა“ (პროგრამული კოდი 03 03 06);
ზ) ქვეპროგრამა „ტურისტული ობიექტების მართვა“ (პროგრამული კოდი 03 02 10).

2. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.


 
 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                              ირაკლი ჭეიშვილი


იხილეთ მიმაგრებული ფაილი


 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები