ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 172
თარიღი: 2014-11-10
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა  


„2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „სოციალური უზრუნველყოფა“  დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის N284 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 


„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. „2014 წლის მუნიციპალური პროგრამების - „სოციალური უზრუნველყოფა“ დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის #284 განკარგულებაში შეტანილი იქნეს ცვლილებები და  ჩამოყალიბდეს ახალი  რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული პროგრამა - „სოციალური უზრუნველყოფის“ (პროგრამული კოდი 06 02) თანდართული ქვეპროგრამებით:
ა) ქვეპროგრამა „სოციალურად დაუცველი ფენის ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფა“ (პროგრამული კოდი 06 02 01);
ბ) ქვეპროგრამა „სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედების სოციალური დახმარება“ (პროგრამული კოდი 06 02 06);
გ) ქვეპროგრამა „საქალაქო ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის უზრუნველყოფა“ (პროგრამული კოდი 06 02 10);
დ) ქვეპროგრამა „დროებითი ღამის თავშესაფარი“ (პროგრამული კოდი 06 02 18).

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 


 
საკრებულოს თავმჯდომარე                                                                      ირაკლი ჭეიშვილი

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები