2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „ჯანმრთელობის დაცვა“ დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის #283 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. „2014 წლის მუნიციპალური პროგრამების - „ჯანმრთელობის დაცვა“ დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის N283 განკარგულებაში შეტანილი იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული პროგრამა - „ჯანმრთელობის დაცვა“ (პროგრამული კოდი 06 01) თანდართული ქვეპროგრამით - „სამედიცინო დახმარების კომპონენტი“ (პროგრამული კოდი 06 01 17).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი