ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 20
თარიღი: 2010-09-08
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №20

2010 წლის 8 სექტემბერი

ქალაქი ბათუმი

 

 

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის საფინანსო

სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, თვითმ­მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

 

1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის თანდარ­თული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 26 აპრილის №5-2 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყ­ნე­ბისთანავე.

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                          გიორგი კირთაძე

 

 

 

„ დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა ”

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის

საკრებულოს დადგენილება

2010 წლის 8 სექტემბერი №20

 

 

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის

საფინანსო სამსახურის

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

თავი I. ზოგადი დებულებან

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი:

1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის საფინანსო სამსახური (შემდგომში - სამსა­ხური) არის ქ. ბათუმის მერიის სტრუქტურული ერთეული.

2. სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენილების შესაბამისად.

3. სამსახურის სრული დასახელებაა თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის საფინანსო სამსახური, შემოკლებული დასახელებაა - ქ. ბათუმის მერიის საფინანსო სამსახური.

4. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურში შემავალი განყოფილებებისაგან.

5. სამსახურის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსს“, „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენილებას, საქართველოს სხვა ნორმატიულ აქტებს და წინამდებარე დებულებას.

6. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25.

7. სამსახურს აქვს ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელების აღნიშვნით. სამსახური იყენებს მერიის ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით.

 

თავი II. სამსახურის საქმიანობის პრინციპები

 

მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:

ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

ბ) კანონის წინაშე თანასწორობა;

გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;

დ) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველზე;

ე) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგაწონასწორებით;

ვ) მიუკერძოებლობა;

ზ) საქვეყნოობა და საჯაროობა;

თ) სამართლებრივი სახელმწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპები.

 

თავი III. სამსახურის ფუნქციები და ამოცანები

 

მუხლი 3. სამსახურის უფლებამოსილებები:

1. სამსახურის უფლებამოსილებებია:

ა) თვითმმართველი ქ. ბათუმის პრიორიტეტის დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, რისთვისაც უზრუნველყოფს ქ. ბათუმის მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან, საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან, ან მხარჯავი დაწესებულებებიდან შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღებას და დამუშავებას;

ბ) თვითმმართველი ქ. ბათუმის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, რისთვისაც:

ბ.ა) კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშავებს საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს დადგენილ ვადებში მხარჯავ დაწესებულებებზე დასაყვანად;

ბ.ბ) უზრუნველყოფს ქ. ბათუმის საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ან მხარჯავი დაწესებუ­ლებებიდან განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღებას და დამუშავებას;

ბ.გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და ქ. ბათუმის მერიის სხვა სამსახურებთან კოორდინაციით ახორციელებს თვითმმართველი ქ. ბათუმის ბიუჯეტის შემოსულობების პროგნოზირებას;

ბ.დ) დადგენილი წესის თანახმად ამზადებს ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე თვითმ­მართველი ქ. ბათუმის საკრებულოს დადგენილების პროექტს, რომელსაც განსახილველად წარუდგენს მერს შემდგომში საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად;

ბ.ე) დადგენილი წესის თანახმად ამზადებს დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს დადგენილების პროექტს, რომელსაც განსახილველად წარუდგენს მერს შემდგომში საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად;

გ) ახორციელებს თვითმმართველი ქ. ბათუმის ბიუჯეტის აღსრულებას, რისთვისაც:

გ.ა) კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ამზადებს თვითმმართველი ქ. ბათუმის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების კვარტალურ განწერას;

გ.ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს თვითმმართველი ქ. ბათუმის ბიუჯეტის შემოსულობების ყოველდღიურ აღრიცხვას, ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მდგომარეობის გაანალიზებას და წინადადებების მომზადებას ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების სრულყოფის უზრუნველსაყოფად;

გ.გ) ახორციელებს თვითმმართველი ქ. ბათუმის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერის ფარგლებში საბიუჯეტო ორგანიზაციების, თვითმმართველი ქ. ბათუმ­ის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების, პროგრამებისა და სამუშაოების შესრულების შესაბამისად დაფინანსებას;

გ.დ) დადგენილი წესის თანახმად ამზადებს ქ. ბათუმის მერიის საბიუჯეტო ვალდებულებებს და საგადახდო მოთხოვნებს;

გ.ე) დადგენილი წესის მიხედვით იღებს და ამუშავებს საბიუჯეტო ორგანიზაციების საბიუჯეტო ვალდებულებებს და საგადახდო მოთხოვნებს, ახდენს მათ რეგისტრაციას და რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებების შესაბამისი საგადახდო მოთხოვნის თანხის გადახდას;

გ.ვ) შეიმუშავებს და მერს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს შემდგომში ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, დადგენილი წესის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე;

გ.ზ) მერს წარუდგენს თვითმმართველი ქ. ბათუმის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის მიზანშეწონილობის თაობაზე წინადადებების, რეკომენდაციებსა და დასკვნებს, ამზადებს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე ქ. ბათუმის მერის ბრძანების პროექტს;

გ.თ) მერის ბრძანების შესაბამისად ახორციელებს თვითმმართველი ქ. ბათუმის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სახსრების გამოყოფას;

გ.ი) უზრუნველყოფს თვითმმართველი ქ. ბათუმის ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილში დადგენილი წესით შეტანილი ცვლილებების აღრიცხვის წარმოებას, უგზავნის შეტყობინებებს საბიუჯეტო ორგანიზაციებს ამ ცვლილებების მიხედვით განსახორციელებელ ანგარიშსწორებებზე;

დ) მერიის პერიოდული და წლიური საბუღალტრო ანგარიშების შედგენა;

ე) ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა ორგანიზაციებზე მისი კომპეტენციის ფარგლებში მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა საბუღალტრო აღრიცხვა - ანგარიშგების გაუმჯობესებისა და მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის დროს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სწორად განხორციელების საკითხებზე;

ვ) კანონმდებლობით დადგენილ ვადაში თვითმმართველი ქ. ბათუმის ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშის მომზადება;

ზ) თვითმმართველი ქ. ბათუმის ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარსადგენად;

თ) თვითმმართველი ქ. ბათუმის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო დაწესებულებების წლიური და პერიოდული ანგარიშების მიღება;

ი) მერისათვის თვითმმართველ ქ. ბათუმის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხარჯთაღრიცხვების შესათანხმებლად წარდგენა, მათი საშტატო განრიგების პროექტების მომზადება და დამტკიცების თაობაზე მერის შესაბამისი ბრძანების პროექტების მომზადება;

კ) წინასწარი და მიმდინარე კონტროლის დაწესება საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად და ეფექტიანად ხარჯვაზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მართებულობის შემოწმება;

ლ) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სხვა გადაწყვეტილებების და მერის სხვა დავალებების აღსრულება.

მ) სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით სხვა უფლებამოსილების განხორციელება და მერისა და კურატორი მერის მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.

2. სამსახური მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ კურატორი ქ. ბათუმის მერის მოადგილესთან შეთანხმებით.

 

თავი IV. სამსახურის ხელმძღვანელობა

 

მუხლი 4. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები:

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (შემდგომში - სამსახურის უფროსი).

2. სამსახურის უფროსს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

3. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურეობრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურეობრივ მოვალეობებს;

დ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ე) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

ვ) უშუალოდ იხილავს სამსახურის საჯარო მოხელეთა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებსა და წარდგინებებს, რომელზედაც წარუდგენს მერს შესაბამის დასკვნას;

ზ) ხელწერით ადასტურებს სამსახურიდან დოკუმენტების და სხვა მასალის გასვლას, რაც არ ითვლება მერიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებად;

თ) უშუალოდ იხილავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებს, ასეთის უფლებამოსილების არსებობის შემთხვევაში;

ი) ითანხმებს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე ხელშეკრულების პროექტებს;

კ) სამსახურისადმი მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს თვითმ­მართველ ქ. ბათუმის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ლ) ითანხმებს სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული საკითხების მოქმედ კანონმდებ­ლობასთან შესაბამისობას და მერიის საქმიანობიდან გამომდინარე, მერიისათვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს;

მ) სამსახურებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს ქალაქ ბათუმის მერს, მერის მოადგილეს, სტრუქტურული ერთეულების, ასევე მერიის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს;

ნ) წარმოადგენს სამსახურს მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას;

ო) მონაწილეობს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;

პ) ესწრება მერის თათბირებს;

ჟ) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სათათბირო ხმის უფლებით მონაწი­ლეობდეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში;

რ) ერთ-ერთ თანამშრომელს ავალებს საქმისწარმოების ფუნქციების შესრულებას;

ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის და კურატორი მერის მოადგილის ცალკეულ დავალებებს;

ტ) მერის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

4. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახურისადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლებამოსილება.

5. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობისათვის მერის წინაშე.

6. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის საქმიანობისათვის მერისა და კურატორი მოადგილის წინაშე.

7. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურეობრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურეობრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

თავი V. სამსახურის სტრუქტურა

 

მუხლი 5. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები:

1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი იქმნება სამსახურის გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობების განხორციელების უზრუნველსაყოფად.

3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საბიუჯეტო განყოფილება;

ბ) სახაზინო განყოფილება;

გ) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება.

4. სტრუქტურული ქვედანაყოფის გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობები განისაზღვრება წინამდებარე დებულებით.

 

მუხლი 6. საბიუჯეტო განყოფილების უფლებამოსილებები:

1. საბიუჯეტო განყოფილება:

ა) შეიმუშავებს „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით“ განსაზღვრული საბიუჯეტო პროცესის რეგულირების ღონისძიებებს;

ბ) მონაწილეობას ღებულობს თვითმმართველი ქ. ბათუმის პრიორიტეტის დოკუმენტის მოზადებაში, ახორციელებს საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს მომზადებას;

გ) ახორციელებს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან საბიუჯეტო განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღებასა და დამუშავებას;

დ) ახორციელებს ქ. ბათუმის მერიის სხვა სამსახურებიდან და საბიუჯეტო ორგანიზა­ციებიდან ინფორმაციების, მასალების მიღებას და დამუშავებას;

ე) წარმოდგენილი ინფორმაციისა და მასალების საფუძველზე ამზადებს თვითმ­მართველი ქ. ბათუმის ბიუჯეტის შესახებ თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს შესაბამისი დადგენილების პროექტს, ახდენს ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზებასა და შესრულებას;

ვ) თვითმმართველი ქ. ბათუმის ბიუჯეტის შესახებ თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი სამუშაოების ორგანიზებასა და განხორციელებას;

ზ) თვითმმართველი ქ. ბათუმის ბიუჯეტით გათვალისწინებული წლიური ასიგნებების ფარგლებში ამზადებს ამ ასიგნებების კვარტალური განწერის პროექტს და კანონით გათვალისწინებულ ვადებში აწვდის თითოეულ საბიუჯეტო დაწესებულებას;

თ) ახორციელებს თვითმმართველი ქ. ბათუმის ბიუჯეტის გადასახდელების კვარტალური განაწილების და შესაბამისი მონაცემების გადაცემას ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების და სახაზინო განყოფილებებზე;

ი) ამზადებს წინადადებებს საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის თვითმმართველი ქ. ბათუმის ბიუჯეტით დამტკიცებულ წლიურ ასიგნებებში ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის ხარჯების ნაწილობრივი გადანაწილების შესახებ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში და დადგენილი წესით;

კ) ამზადებს მერის ბრძანების პროექტს თვითმმართველი ქ. ბათუმის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ;

ლ) ახდენს ქ. ბათუმის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებიდან საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ანგარიშების (ბუღალტრული ბალანსების) მიღებას, შემოწმებას და ანალიზს;

მ) ადგენს და დადგენილ ვადებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარსადგენად ამზადებს თვითმმართველი ქ. ბათუმის ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიურ, ყოველკვარტალურ და წლიურ ანგარიშებს;

ნ) ქ. ბათუმის მერიის სხვა სამსახურებთან კოორდინაციით ამზადებს წინადადებებს მერის მიერ თვითმმართველ ქ. ბათუმის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხარჯთაღრიცხვების შეთანხმების თაობაზე;

ო) ქ. ბათუმის მერიის სხვა სამსახურებთან კოორდინაციით ამზადებს თვითმმართველ ქ. ბათუმის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საშტატო განრიგების დამტკიცების თაობაზე ქ. ბათუმის მერის შესაბამისი ბრძანების პროექტებს;

პ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ჟ) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს;

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქ. ბათუმის მერი.

4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორ­ციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება ქ. ბათუმის მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს.

5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.

6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურეობრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურეობრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

მუხლი 7. სახაზინო განყოფილების უფლებამოსილებები:

1. სახაზინო განყოფილება:

ა) ახორციელებს თვითმმართველი ქ. ბათუმის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯვითი ნაწილის აღსრულებას, შემოსულობების და გადასახდელების ყოველდღიურ აღრიცხვას და მისი შესრულების ანგარიშების შედგენას, უზრუნველყოფს თვითმმართველი ქ. ბათუმის ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების დადგენილი წესით დაბრუნებას;

ბ) ორგანიზაციული, ეკონომიკური და ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით აღრიცხავს თვითმმართველი ქ. ბათუმის ბიუჯეტის გადასახდელებს;

გ) აღრიცხავს ქ. ბათუმის მერიის სპეციალური შემოსულობების ანგარიშზე თანხების მოძრაობას და დადგენილი წესით ახორციელებს ანგარიშიდან თანხების გადახდას;

დ) ახორციელებს საბიუჯეტო ვალდებულებების დოკუმენტების მიღებას ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილებიდან ქ. ბათუმის მერიის ასიგნებიდან განსახორციელებელ გადასახდელებზე;

ე) ახორციელებს საბიუჯეტო ვალდებულებების დოკუმენტების მიღებას სხვა მხარჯავი დაწესებულებებიდან და საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან თვითმმართველი ქ. ბათუმის ბიუჯეტით გათვალისწინებულ გადასახდელებზე;

ვ) უზრუნველყოფს წარმოდგენილი ვალდებულების დოკუმენტების სისრულის და სისწორის (ხელშეკრულებებისა და ვალდებულებების რეესტრთან შესაბამისობა; საბიუჯეტო კლასიფიკაციასთან შესაბამისობა) შემოწმებას;

ზ) მერიის ხელმძღვანელობასთან წარსადგენად ამზადებს ვალდებულებების ყოველდღიურ რეესტრს;

თ) ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილებიდან საგადახდო მოთხოვნების დოკუმენტების მიღებას აღებული ვალდებულებების შესაბამისად ქ. ბათუმის მერიის ასიგნებიდან განსახორციელებელ გადასახდელებზე;

ი) ახორციელებს სხვა მხარჯავი დაწესებულებებიდან და საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან საგადახდო მოთხოვნების დოკუმენტების მიღებას აღებული ვალდებულებების შესაბამისად თვითმმართველი ქ. ბათუმის ბიუჯეტით გათვალისწინებულ გადასახდელებზე;

კ) უზრუნველყოფს წარმოდგენილი საგადახდო მოთხოვნების დოკუმენტების რეკვიზიტების სისრულის შემოწმებას და მათ შედარებას შესაბამის ვალდებულებებთან და საგადახდო მოთხოვნების დოკუმენტების საფუძველზე შესაბამისი საგადახდო დავალებების ფორმირებას;

ლ) უზრუნველყოფს მომზადებული და შემოწმებული ვალდებულებებისა და საგადახდო მოთხოვნების ხელმოსაწერად სამსახურის ხელმძღვანელობასთან წარდგენას, რეესტრის მომზადებასა და ფორმირებას მომსახურე საბანკო დაწესებულებაში წარსადგენად;

მ) ახორციელებს ყოველდღიური საბანკო ამონაწერის დამუშავებას;

ნ) ახდენს თვითმმართველი ქ. ბათუმის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზა­ციებიდან საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ანგარიშების (ბუღალტრული ბალანსების) მიღებას, შემოწმებას და ანალიზს;

ო) ადგენს და დადგენილ ვადებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარსადგენად ამზადებს თვითმმართველი ქ. ბათუმის ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიურ, ყოველკვარტალურ და წლიურ ანგარიშებს;

პ) უზრუნველყოფს თვითმმართველ ქ. ბათუმის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ყოველდღიური ხარჯების ოპერატიულ აღრიცხვას;

ჟ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

რ) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს;

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქ. ბათუმის მერი.

4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორ­ციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება ქ. ბათუმის მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს.

5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.

6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურეობრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურეობრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

მუხლი 8. ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფლებამოსილებები:

1. ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება:

ა) საბიუჯეტო რესურსის გათვალისწინებით უზრუნველყოფს ქ. ბათუმის მერიის ვალდებულებების დოკუმენტების მომზადებას და სამსახურის სახაზინო განყოფილებაზე გადაცემას;

ბ) ახორციელებს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე პასუხისმგებელი სამსახურებიდან წერილების მიღებას, რომელსაც თან ერთვის შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია;

გ) ამოწმებს წარმოდგენილ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული თანხის შესაბამისობას აღებულ ვალდებულებასთან, სამუშაოების შესრულების ვადის შესაბამისობას ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ ვადასთან, ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერის არსებობას და რეკვიზიტების შედარებას ხელშეკრუ­ლებასთან;

დ) უზრუნველყოფს სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე საგადახდო მოთხოვნის ფორმირებას, სამსახურის სახაზინო განყოფილებისთვის გადაცემას ანგარიშსწორების განხორციელების მიზნით;

ე) ადგენს მერიის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ანგარიშებს (ბუღალტრული ბალანსები);

ვ) ახდენს თვითმმართველი ქ. ბათუმის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციები­დან საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ანგარიშების (ბუღალტრული ბალანსების) მიღებას, შემო­წმებას და ანალიზს;

ზ) ახდენს ქ. ბათუმის მერიის თანამშრომელთა ხელფასების, პრემიების და სხვა გასაცემლების თავისდროულ დარიცხვას და გაცემას;

თ) ახორციელებს კონტროლს ქ. ბათუმის მერიაში ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე;

ი) დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფს ქ. ბათუმის მერიის სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, არაფინანსური და ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციის განსაზღვრულ ვადაში ჩატარებას და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვას;

კ) უზრუნველყოფს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვას და არქივში ჩაბარებას;

ლ) უზრუნველყოფს საგადასახადო ინსპექციაში წარსადგენი დოკუმენტების შედგენასა და დადგენილ ვადაში წარდგენას;

მ) უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას თვითმმართველი ქ. ბათუმის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების გაუმჯობესების საკითხებზე;

ნ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ო) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს;

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქ. ბათუმის მერი.

4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება ქ. ბათუმის მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს.

5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.

6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურეობრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურეობრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

მუხლი 9. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები

ამ დებულების შესაბამისად სამსახურის საშტატო ნუსხით სამსახურის შემადგენლობაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:

ა) სამსახურის უფროსი;

ბ) განყოფილების უფროსი;

გ) მთავარი სპეციალისტი;

დ) წამყვანი სპეციალისტი;

ე) უფროსი სპეციალისტი;

ვ) სპეციალისტი.

 

თავი VI. სხვა დებულებები

 

მუხლი 10. სხვა დებულებები:

1. იმ უფლებამოსილებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც წინამდებარე დებულებით მიეკუთვნა ქ. ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურს, მაგრამ წინამდებარე დებულების ძალაში შესვლამდე მიკუთვნებული ჰქონდა ქ. ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურს, წინამდებარე დებულების ძალაში შესვლის შემდეგ ითვლება ქ. ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებად.

2. ის გადაწყვეტილებები, რომელიც „თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 26 აპრილის №5-2 დადგენილებით მიკუთვნებული ჰქონდა ქ. ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურს, წინამდებარე დებულების დამტკიცების თაობაზე სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის შემდეგ ითვლება წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული ქ. ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებად.

3. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები