ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 170
თარიღი: 2014-11-10
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა  


„იაფი სახლი - სტანდარტული საცხოვრისი თანაქალაქელებს“ ქვეპროგრამით გათვალისწინებული საცხოვრებელი სახლ(ებ)ის მშენებლობის ადგილის გამოყოფისა და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების დამტკიცების შესახებ

 „საქართველოს კონსტიტუციის“, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს და „2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება დამტკიცების შესახებ“ ქ.ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №274 განკარგულებით დამტკიცებული „იაფი სახლი - სტანდარტული საცხოვრისი თანაქალაქელებს“ ქვეპროგრამის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება  დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №274 განკარგულებით დამტკიცებული „იაფი სახლი - სტანდარტული საცხოვრისი თანაქალა-ქელებს“ ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სახლ(ებ)ის მშენებლობა განხორციელდეს ქ.ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე ე.წ. 330-ე კვარტალში არსებულ ტერიტორიაზე, თანახმად სიტუაციური გეგმისა (თან ერთვის).
2. განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ტერიტორიის ბარაკული ტიპის საცხოვრებელი შენობა-ნაგებობებისაგან გამოთავისუფლების მიზნით ქ. ბათუმის მუნიციპა-ლიტეტის მერიას დაევალოს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული და არარეგისტრირებული ქონების მესაკუთრეებისათვის/დამკავებლებისათვის სანაცვლო საცხოვრებელი ფართების შეძენისათვის 1,00 კვ.მ შენობა-ნაგებობის ფართზე 700 (შვიდასი) ლარის საკომპენსაციო თანხის გადახდა შემდეგი პირობის დაცვით: იმ შემთხვევაში თუ შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 50,00 კვ.მ-ზე ნაკლებია, თანხის გაცემა განხორციელდეს 50,00 კვ.მ ფართზე ანგარიშით;
3. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ტერიტორიის დაგეგმარება და იაფი სახლ(ებ)ის მშენებლობი-სათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.
4. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე მდებარე არარეგისტრირებული ქონების მფლობელების დადგენისა და მათი ცხოვრების ფაქტის დადასტურების მიზნით დაევალოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


              საკრებულოს თავმჯდომარე                                                                  ირაკლი ჭეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები