ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 167
თარიღი: 2014-11-10
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

        გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა  


ა(ა)იპ „ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის“ მრავალფუნქციური სპორტული დარბაზით სარგებლობისა და საიჯარო მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-16, 24-ე და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დამტკიცდეს ა(ა)იპ „ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის“ მრავალ-ფუნქციური მოედნით სარგებლობისა და საიჯარო მომსახურების ტარიფები:
ა) მრავალფუნქციურ სპორტულ დარბაზში სპორტული ღონისძიებების მოწყობის მსურველთათვის ერთი საათით საიჯარო მომსახურება განისაზღვროს  30 (ოცდაათი) ლარით;
ბ) მრავალფუნქციურ სპორტულ დარბაზში არასპორტული ღონისძიებების მოწყობის მსურველთათვის ერთი საათით საიჯარო მომსახურება განისაზღვროს 60 (სამოცი) ლარით;
გ) ქალაქ ბათუმის მერიის სპორტულ კლუბებს წინასწარ დადგენილი გრაფიკის შესაბამისად, მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის მომსახურება გაეწიოს უფასოდ;
დ) რეკლამის განთავსებისათვის შენობის შიდა და გარე ტერიტორიაზე გადაცემული ადგილის საიჯარო ქირის ოდენობა 1 კვ.მეტრზე განისაზღვროს 10 (ათი) ლარით;
ე) საწარმოს შიდა ტერიტორიაზე დროებით დასაწყობებისათვის 1კვ. მეტრი ფართის საიჯარო ქირა თვეში განსაზღვროს 1 (ერთი) ლარით;
ვ) შენობის შიდა და გარე ტერიტორიაზე კომერციული ფართის საიჯარო ღირებულება 1კვ.მერტზე განისაზღვროს  2 (ორი) ლარით;
ზ) ა(ა)იპ სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ადმინისტრაციას მიეცეს უფლება,  მრავალფუნქციური სპორტული დარბაზით უფასო მომსახურება გაუწიოს სახელმწიფო დაწესებულებების ორგანიზებით ან თანაორგანიზებით ჩატარებულ ღონისძიებებს.
თ) უფასო დაშვებითა და ფასდაკლებებით ისარგებლოს იმ დაწესებულებების, სპორტული ფედერაციების, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომაგდენლებმა, რომლებთანაც გაფორმებულ იქნება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
2. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.


საკრებულოს  თავმჯდომარე                                                               ირაკლი ჭეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები