2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი
ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისათვის უსასყიდლოდ, აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის 2014 წლის 01 ოქტომბრის №526/01-15 წერილის გათვალისწინებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.დ“ ქვეპუნქტის და 122-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცეს თანხმობა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, ე. ნინოშვილის ქუჩაზე, ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან, ტროტუარზე მდებარე 49,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.21.02.033) უსასყიდლო აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადასცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისათვის წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწი-ნებული ქონების გადაცემა მოხდეს შემდეგი პირობით:
აღნაგობის უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე აშენებულ შენობა-ნაგებობაში ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ, ხელშეკრულების მოქმედების ვადით სარგებლობის უფლებით უნდა გამოეყოს ველო ბარათების რეალიზაციისათვის საჭირო ფართი (სამუშაო ადგილი), რომელიც უზრუნველყოფილი იქნება დენის წყაროთი და აუცილებელი კომუნიკაციური საშუალებებით.
3. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გა¬ც¬ნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი