2025 წლის 29 აპრილს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი
ქონების ა(ა)იპ - „ქ. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო“-სათვის სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
ქ. ბათუმში, ლერმონტოვის ქ.№92-ში მრავალსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე ფუნქციონირებს მუნიციპალური სასადილო (60,00 კვ.მ.), ფართი ადრე წარმოადგენდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის 2014 წლის 17 ოქტომბრის №342 ბრძანებით აღნიშნული ფართი საკუთრებაში გადმოეცა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტს. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.დ“ ქვეპუნქტის და 122-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცეს თანხმობა ქ. ბათუმში, ლერმონტოვის ქ.№92-ში, მრავალსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 60 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, მასზე წილობრივად დამაგრებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან ერთად (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.06.03.025.01.510) სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადასცეს ა(ა)იპ - „ქ. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო“-ს.
2. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებ-ლობით დადგენილი წესით გა¬ც¬ნობიდან ერთი თვის ვადაში.
3. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი