2025 წლის 29 აპრილს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №43
2014 წლის 10 ნოემბერი
ქალაქი ბათუმი
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და ამ ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 8 აპრილის №8-1 დადგენილებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და ამ ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 8 აპრილის №8-1 დადგენილებაში (გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“ №49, 14.04. 2009წ., გვ: 6-8) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ ან ქალაქ ბათუმის მუნიცი¬პა-ლიტე¬ტის აღმასრულე¬ბელი ორგანოს სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი ფიზი¬კუ¬რი ან/და იურიდიული პირის მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშები, თანახმად დანართი 1 და 2-სა;“;
ბ) დადგენილების 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გასაცემი მშენებლობის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმის ნიმუში, თანახმად დანართი 6-სა.“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 6 ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული რედაქციით.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი
იხილეთ მიმაგრებული ფაილი: დანართი