2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დადგენილება №41
2014 წლის 10 ნოემბერი
ქალაქი ბათუმი
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოსა და მერიის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოსა და მერიის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №10 დადგენილებაში (გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“ №95, 02.03.2010, გვ:8) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 „თვითმ¬მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოები“, დანართი №3 „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის (გარდა სახანძრო დაცვისა და საგანგებო სიტუაციის სამსახურის) საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოები“ და დანართი №4 „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო დაცვისა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოები“ ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი
იხილეთ მიმაგრებული ფაილი:
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოები