2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №21
2010 წლის 8 სექტემბერი
ქალაქი ბათუმი
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის
ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის
დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმისსაკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის თანდართულიდებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 26 თებერვლის №2-8 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე
„ დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა ”
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის
საკრებულოს დადგენილება
2010 წლის 8 სექტემბერი №21
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის
ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი:
1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური (შემდგომში - სამსახური) არის ქ.ბათუმის მერიის სტრუქტურული ერთეული.
2. სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმისსაკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენილების შესაბამისად.
3. სამსახურის სრული დასახელებაა: თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური,შემოკლებული დასახელებაა - ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური.
4. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილისა და სამსახურში შემავალი განყოფილებებისაგან.
5. სამსახურის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანულ კანონს, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონს, „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმისსაკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენილებას, საქართველოს სხვა ნორმატიულ აქტებს და წინამდებარე დებულებას.
6. სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში.
7. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25.
8. სამსახურს აქვს ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით. სამსახური იყენებს მერიის ტიტულიან ბლანკს საკუთარიდასახელების დამატების აღნიშვნით.
თავი II. სამსახურის საქმიანობის პრინციპები
მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:
ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;
ბ) კანონის წინაშე თანასწორობა;
გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;
დ) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველზე;
ე) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგა-წონასწორებით;
ვ) მიუკერძოებლობა;
ზ) საქვეყნოობა და საჯაროობა;
თ) სამართლებრივი სახელმწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპები.
თავი III. სამსახურის ფუნქციები და ამოცანები
მუხლი 3. სამსახურის უფლებამოსილებები:
1. სამსახურის უფლებამოსილებებია:
ა) თვითმმართველ ქ. ბათუმის საკუთრებაში უძრავი ქონების აღსაღრიცხავად მასალების საჯარო რეესტრის შესაბამისსარეგისტრაციო სამსახურში სარეგისტრაციოდ წარდგენა;
ბ) წინადადებების შემუშავება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თვითმმართველ ქ. ბათუმისათვის გადაცემისშესახებ;
გ) წინადადებების შემუშავება თვითმმართველ ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული მიწის მართვისა და განკარგვისსტრატეგიულ გეგმასთან დაკავშირებით;
დ) დამტკიცებული სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, წინადადებების მომზადება თვითმმართველ ქ. ბათუმისსაკუთრებაში არსებული კონკრეტული ქონების საკუთრებაში თუ სარგებლობაში გადაცემის შესახებ;
ე) წინადადებების შემუშავება ქონების ოპტიმალურად განკარგვის შესახებ;
ვ) თვითმმართველ ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირების საკუთრებაში თუსარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული პროცედურების დასრულების შემდეგ, მასალების მომზადება შესაბამისიხელშეკრულების გასაფორმებლად;
ზ) თვითმმართველ ქ. ბათუმის მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიულპირებთან დაკავშირებით პარტნიორის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელება;
თ) თვითმმართველ ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე საკუთრებაშითუ სარგებლობაში გადაცემისას ხელშეკრულების მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლისგანხორციელება;
ი) ეკონომიკის განვითარების არსებული ტენდენციების გაანალიზება;
კ) ქალაქის ეკონომიკური პოლიტიკის და ეკონომიკური რეფორმების შემუშავებაში მონაწილეობა;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივი მოსაკრებლების დროულად და სრული ოდენობით ამოღებისუზრუნველყოფა;
მ) ქალაქის ტერიტორიაზე ავტომანქანების საზოგადოებრივ ადგილებში, ასევე საჯარო რეესტრში თვითმმართველ ქ.ბათუმის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე ან/და მიწის ნაკვეთებზე, რომლებიცკანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება თვითმმართველ ქ. ბათუმის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებითრეგისტრაციას, პარკირების ორგანიზება;
ნ) ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაზე ნებართვების გაცემა;
ო) სემინარებში, კონფერენციებში, ტრეინინგებსა თუ სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და საჭიროებისშემთხვევაში მათი ჩატარების ორგანიზება;
პ) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ჟ) ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების განხილვა და შესაბამისი წინადადებების წარმოდგენა;
რ) კვარტალში ერთხელ მხარეების მიერ ხელშეკრულების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა,ხელშეკრულების შეუსრულებლობის მიზეზების მითითებით და ანალიზით, თუ ხელშეკრულების შეუსრულებლობის რომელიმიზეზი უნდა იქნას მიჩნეული საპატიოდ;
ს) მონიტორინგის შედეგების გაანალიზება, არსებული ხარვეზების გამოვლენა, რომელიც წარმოადგენს საფუძველსმონიტორინგის ჯეროვნად განუხორციელებლობისა; წინადადებების წარმოდგენა ხელშეკრულებაში აუცილებლადგასათვალისწინებელი პირობების შესახებ, რომლებიც გააუმჯობესებს ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს;
ტ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით თვითმმართველ ქ. ბათუმის საკუთრებაშიარსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის კუთხით სხვაუფლებამოსილებების განხორციელება;
უ) ქ. ბათუმის მოსახლეობის ინფორმირება სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამომავლო გეგმებისთაობაზე;
ფ) საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული, ეფექტიანი, სამართლებრივი, ეკონომიკური და ორგანიზაციულიმექანიზმების შესახებ წინადადებების შემუშავება მის კომპეტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისა და სრულყოფისათვის;
ქ) თანამშრომლობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;
ღ) ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების მიღება და კანონით დადგენილ ვადებში განხილვა;
ყ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პროგრამების შემუშავება;
შ) ურთიერთთანამშრომლობა, როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის შესაბამის სტრუქტურებთან;
ჩ) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სხვა გადაწყვეტილებების და მერისსხვა დავალებების აღსრულება.
ც) სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით სხვა უფლებამოსილების განხორციელება მერისა და კურატორი მერისმოადგილის სხვა დავალებების შესრულება.
2. სამსახური მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ კურატორ ქ. ბათუმის მერისმოადგილესთან შეთანხმებით.
თავი IV. სამსახურის ხელმძღვანელობა
მუხლი 4. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები:
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (შემდგომში - სამსახურის უფროსი).
2. სამსახურის უფროსს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისადთანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
3. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციებისშესრულებაზე;
ბ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა დამათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებებისგამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურისმოსამსახურეთა სამსახურებრივ მოვალეობებს;
დ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ე) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ვ) უშუალოდ იხილავს სამსახურის საჯარო მოხელეთა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებსადა წარდგინებებს, რომელზედაც წარუდგენს მერს შესაბამის დასკვნას;
ზ) ხელწერით ადასტურებს სამსახურიდან დოკუმენტების და სხვა მასალის გასვლას, რაც არ ითვლება მერიისწარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებად;
თ) უშუალოდ იხილავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებს, ასეთის უფლებამოსილების არსებობისშემთხვევაში;
ი) ითანხმებს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე ხელშეკრულების პროექტებს;
კ) სამსახურისადმი მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს თვითმმართველ ქ. ბათუმისსამართლებრივი აქტების პროექტებს;
ლ) ითანხმებს სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული საკითხების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას დამერიის საქმიანობიდან გამომდინარე, მერიისათვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს;
მ) სამსახურებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს ქალაქ ბათუმის მერს, მერის მოადგილეს, სტრუქტურულიერთეულების, ასევე მერიის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს;
ნ) წარმოადგენს სამსახურს მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას;
ო) მონაწილეობს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
პ) ესწრება მერის თათბირებს;
ჟ) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდეს საკრებულოს კომისიებისმუშაობაში;
რ) ერთ-ერთ თანამშრომელს ავალებს საქმისწარმოების ფუნქციების შესრულებას;
ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის და კურატორი მერის მოადგილის ცალკეულ დავალებებს;
ტ) მერის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
4. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახურისადმი ან/და სამსახურის სტრუქტურულიქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლებამოსილება.
5. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობისათვის მერის წინაშე.
6. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის საქმიანობისათვის მერისა და კურატორი მოადგილის წინაშე.
7. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე,სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 5. სამსახურის უფროსის მოადგილე და მისი უფლებამოსილებები:
1. სამსახურის უფროსს ჰყავს სამსახურის უფროსის მოადგილე (შემდგომში – უფროსის მოადგილე).
2. უფროსის მოადგილეს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისადთანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
3. უფროსის მოადგილე:
ა) სრულ კოორდინაციას და ხელმძღვანელობას უწევს ეკონომიკური განვითარების განყოფილების საქმიანობას.
ბ) სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაშიან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათავისუფლებისას ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას;
გ) ხელმძღვანელობს სამსახურში მიმდინარე საქმისწარმოებისა და საარქივო საქმიანობას;
დ) საკურატორო ქვედანაყოფის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ასრულებს მერის, სამსახურის კურატორიმერის მოადგილის და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
ე) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა დაუფლება-მოვალეობებს.
4. უფროსის მოადგილის მიერ წინამდებარე დებულების მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქმიანობის სრულიკოორდინაციისა და ხელმძღვანელობის განხორციელება გულისხმობს:
ა) პასუხისმგებელობას საკურატორო ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) სამსახურის უფროსისადმი წინადადებების წარდგენას საკურატორო ქვედანაყოფის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით,საკურატორო ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების,მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების,კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
გ) სამსახურის უფროსთან შეთანხმებით საკურატორო ქვედანაყოფის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესის,ფორმებისა და მეთოდების, საკურატორო ქვედანაყოფის მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობების განსაზღვრას;
დ) საკურატორო ქვედანაყოფის მოსამსახურეებისათვის დავალებების მიცემას და მათი შესრულების კონტროლს;
ე) სამსახურის უფროსისათვის საკურატორო ქვედანაყოფის მიერ მომზადებული საკითხების, წინადადებების, დასკვნებისადა რეკომენდაციების წარდგენას;
ვ) სამსახურის უფროსისათვის პერიოდულად ანგარიშის წარდგენას საკურატორო ქვედანაყოფის მიერ შესრულებულსამუშაოთა შესახებ;
ზ) საკურატორო ქვედანაყოფის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ქალაქ ბათუმის მერის, მერის მოადგილის,სტრუქტურული ერთეულების, ასევე მერიის ტერიტორიული ორგანოებისათვის კონსულტაციების გაწევას;
5. უფროსის მოადგილე მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთანშეთანხმებით.
6. უფროსის მოადგილე პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
7. უფროსის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებ-რივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე,სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
თავი V. სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 6. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები:
1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი იქმნება სამსახურის გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობებისგანხორციელების უზრუნველსაყოფად.
3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ქონების აღრიცხვისა და განკარგვის განყოფილება;
ბ) ეკონომიკური განვითარების განყოფილება;
გ) საქალაქო ტრანსპორტის განყოფილება.
4. სტრუქტურული ქვედანაყოფის გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობები განისაზღვრება წინამდებარედებულებით.
მუხლი 7. ქონების აღრიცხვისა და განკარგვის განყოფილების უფლებამოსილებები:
1. ქონების აღრიცხვისა და განკარგვის განყოფილება:
ა) უზრუნველყოფს თვითმმართველ ქ. ბათუმის საკუთრებაში უძრავი ქონების აღსაღრიცხად მასალების საჯარო რეესტრისშესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში სარეგისტრაციოდ წარდგენას;
ბ) შეიმუშავებს წინადადებებს თვითმმართველ ქ. ბათუმისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემისშესახებ;
გ) უზრუნველყოფს თვითმმართველ ქ. ბათუმის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულიუძრავი ქონების თაობაზე საკუთრების დამდგენი დოკუმენტების შენახვას;
დ) ორგანიზებას უწევს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველ ქ. ბათუმის უძრავი ქონების ინვენტარიზაციისპროცესის ჩატარებას;
ე) ამზადებს წინადადებებს თვითმმართველ ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული მიწის მართვისა და განკარგვისსტრატეგიულ გეგმასთან დაკავშირებით;
ვ) სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, წარმოადგენს თვითმმართველ ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული კონკრეტულიქონების საკუთრებაში თუ სარგებლობაში გადაცემის შესახებ წინადადებებს, ამზადებს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს;
ზ) ამზადებს წინადადებებს ქონების ოპტიმალურად განკარგვის შესახებ;
თ) თვითმმართველ ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში თუ სარგებ¬ლობაში გადაცემასთანდაკავშირებული პროცედურების დასრულების შემდეგ, ამზადებს მასალებს შესაბამისი ხელშეკრულების გასაფორმებლად;
ი) თვითმმართველ ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაშიუზრუნველყოფს ამ ქონებაზე უფლებრივი საკითხების მოწესრიგებას;
კ) ახორციელებს თვითმმართველ ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზესაკუთრებაში თუ სარგებლობაში გადაცემისას ხელშეკრულების მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზემონიტორინგს;
ლ) მოთხოვნისას ხელშეკრულების მხარეებს უწევს კონსულტაციას ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით;
მ) ხელშეკრულების მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევისას ან არაჯეროვნად შესრულებისას,გაფრთხილების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ ან უამისოდ წარმოადგენს წინადადებებს ხელშეკრულების ძალაში დატოვებისან/და შეწყვეტის შესახებ, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, კანონმდებლობითგათვალისწინებული ღონისძიებების გასატარებლად ამზადებს მასალებს საკითხის ქ. ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურისათვისგადასაცემად;
ნ) იხილავს და წარმოადგენს წინადადებებს ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების შესახებ;
ო) კვარტალში ერთხელ წარმოადგენს ინფორმაციას მხარეების მიერ ხელშეკრულების შესრულების მდგომარეობის შესახებ,ხელშეკრულების შეუსრულებლობის მიზეზების მითითებით და ანალიზით, თუ ხელშეკრულების შეუსრულებლობის რომელიმიზეზი უნდა იქნას მიჩნეული საპატიოდ;
პ) თუ ხელშეკრულების მხარე ვერ ახორციელებს ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებას იმის გამო,რომ მოხდა ქ. ბათუმის მერიის მიერ უფლებრივად და ნივთობრივად ნაკლოვანი ნივთის მიწოდება, დაუყონებლივ იხილავსსაკითხს და წარმოადგენს წინადადებებს ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად, ხოლო თუ ვერ ხდება ხელშეკრულების მხარისათვისუფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთის მიწოდება ან არსებული ნაკლოვანების აღმოფხვრა გამოიწვევს შეუსაბამოხარჯებს, წარმოადგენს წინა-დადებებს ხელშეკრულების ძალაში დატოვების მიზანშეწონილობის შესახებ;
ჟ) თუ ხელშეკრულების მხარე საპატიო მიზეზით ვერ ახდენს ხელშეკრულების მთლიანი ან რომელიმე პირობებისხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში შესრულებას, საპატიო მიზეზების სავარაუდოდ გაგრძელების გათვალისწინებითწარმოადგენს წინადადებებს ხელშეკრულების მთლიანად ან ნაწი-ლობრივ შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ;
რ) აანალიზებს მონიტორინგის შედეგებს, ავლენს არსებულ ხარვეზებს, რომელიც წარმოადგენს საფუძველს მონიტორინგისჯეროვნად განუხორციელებლობისა, წარმოადგენს წინადადებებს ხელშეკრულებაში აუცილებლად გასათვალისწინებელიპირობების შესახებ, რომლებიც გააუმჯობესებს ხელშეკრულების მხარეების მიერ შესრულების მონიტორინგს;
ს) თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს ქ. ბათუმის მერიის მიერ შესრულების მიღებას, იხილავს წარმოდგენილიშესრულების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობას;
ტ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით თვითმმართველ ქ. ბათუმისსაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისკუთხით სხვა უფლებამოსილებებს;
უ) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა დაუფლება-მოვალეობებს.
2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.
3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოსკანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქ. ბათუმის მერი.
4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისშემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი განთავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება ქ. ბათუმის მერის ბრძანებისსაფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს.
5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე,სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 8. ეკონომიკური განვითარების განყოფილების უფლებამოსილებები:
1. ეკონომიკური განვითარების განყოფილება:
ა) შეიმუშავებს ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებს;
ბ) აანალიზებს ეკონომიკის განვითარების არსებულ ტენდენციებს;
გ) ახორციელებს ეკონომიკური განვითარებისა და საბიუჯეტო შემოსავლების პროგნოზირებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ქალაქის ეკონომიკური პოლიტიკის და ეკონომიკური რეფორმებისშემუშავებაში;
ე) მონაწილეობს საბიუჯეტო მიზნობრივი პროგრამების შემუშავების პროცესში;
ვ) მონაწილეობს და საჭიროების შემთხვევაში ორგანიზებას უკეთებს ეკონომიკური განვითარების საკითხებზე გამართულსემინარებს, კონფერენციებს, ტრენინგებსა თუ სხვა ღონისძიებებს;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსაკრებლების დროულად და სრული ოდენობითამოღებას;
თ) ამზადებს თვითმმართველ ქ. ბათუმის პრიორიტეტის დოკუმენტს;
ი) ამზადებს წინადადებებს თვითმმართველ ქ. ბათუმის მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლისსამეწარმეო იურიდიულ პირებთან დაკავშირებით პარტნიორის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულსაკითხებზე;
კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვაუფლებამოსილებებს;
ლ) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა დაუფლება-მოვალეობებს.
2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან და უფროსისმოადგილესთან შეთანხმებით.
3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოსკანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქ. ბათუმის მერი.
4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისშემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი განთავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება ქ. ბათუმის მერის ბრძანებისსაფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს.
5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის წინაშე.
6. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და უფროსის მოადგილის წინაშე.
7. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე,სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 9. საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფლებამოსილებები:
1. საქალაქო ტრასპორტის განყოფილება:
ა) ტრანსპორტის სფეროს განკუთვნილი საწარმოების საქმიანობის კორდინაცია, ორგანიზება, მართვა, რეგულირება დაკონტროლი განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტების საფუძველზე საქალაქო სამარშრუტო ქსელის ფორმირების, ქ. ბათუმშისაზოგადოებრივი ავტოტრანსპორტის გაჩერებების, დროებითი ავტოსადგომების და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებისა დამიზანშეწონილობის შესახებ წინადადებების მომზადება და მათი სქემების შეთანხმებაში მონაწილეობის მიღება;
გ) ქ. ბათუმის ტრანსპორტის ერთიან სამარშრუტო ქსელში ჭარბი მგზავრთნაკადების განვითარებისათვის აუცილებელიღონისძიებების განხორციელება, სამარშრუტო ქსელის დახვეწასა და განვითარებაზე წინადადებების მომზადება;
დ) ახორციელებს ქალაქის ტერიტორიაზე ავტომანქანების საზოგადოებრივ ადგილებში პარკირების ორგანიზებას;
ე) ადგილობრივ საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მომზადება კანონმდებლობითგათვალისწინებული წესით;
ვ) ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანების სანებართვო მოსაკრებლისგადახდევინების უზრუნველსაყოფად კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
ზ) ქ. ბათუმის ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლებში ქუჩებზე, მოედნებზე, მაგისტრალებზე სატრანსპორტოსაშუალებებისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის ორგანიზაციის გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა შემუშავება და დანერგვასაპატრულო პოლიციასთან ერთად;
თ) ქ. ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების ორგანიზებასთან დაკავშირებული საქმიანობის კონტროლი;
ი) საქალაქო ტრანსპორტის ერთიან სამარშრუტო ქსელში მარშრუტზე მოძრავი შემადგენლობის მონიტორინგი;რეგულირებად ავტოსატრანსპორტო საქმიანობასთან დაკავშირებული ერთიანი მექანიზმის განხორციელება(სახაზო-სატრასპორტო დისციპლინის განმტკიცება და დამტკიცებული სამარშრუტო სქემიდან გადახვევის აღკვეთა),ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მონიტორინგი და სანებართვო პირობების შესრულებაზეკონტროლი; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად სათანადოოქმების შედგენა – ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურთან და საპატრულო პოლიციასთან ერთად.
კ) განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ლ) დარგის განვითარებისა და ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვაფუნქციების განხორციელება;
მ) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა დაუფლება-მოვალეობებს.
2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.
3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოსკანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქ. ბათუმის მერი;
4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისშემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება ქ. ბათუმის მერის ბრძანებისსაფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს.
5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურეობრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე,სამსახურეობრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 10. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები
ამ დებულების შესაბამისად სამსახურის საშტატო ნუსხით სამსახურის შემადგენლობაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) სამსახურის უფროსი;
ბ) უფროსის მოადგილე;
გ) განყოფილების უფროსი;
დ) მთავარი სპეციალისტი;
ე) წამყვანი სპეციალისტი;
ვ) უფროსი სპეციალისტი;
ზ) სპეციალისტი.
თავი VI. სხვა დებულებები
მუხლი 11. სხვა დებულებები:
1. იმ უფლებამოსილებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც წინამდებარე დებულებით მიეკუთვნა ქ.ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურს, მაგრამ წინამდებარე დებულების ძალაში შესვლამდე მიკუთვნებულიჰქონდა ქ. ბათუმის მერიის ქონების მართვის სამსახურს, წინამდებარე დებულების ძალაში შესვლის შემდეგ ითვლება ქ. ბათუმისმერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებად.
2. იმ უფლებამოსილებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც წინამდებარე დებულებით მიეკუთვნა ქ.ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურს, მაგრამ წინამდებარე დებულების ძალაში შესვლამდე მიკუთვნებულიჰქონდა ქ. ბათუმის მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულს, წინამდებარე დებულების ძალაში შესვლის შემდეგ ითვლება ქ.ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებად.
3. ის გადაწყვეტილებები, რომელიც „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის ქონების მართვის სამსახურისდებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 26 თებერვლის №2-8დადგენილებით მიკუთვნებული ჰქონდა ქ. ბათუმის მერიის ქონების მართვის სამსახურს, წინამდებარე დებულების დამტკიცებისთაობაზე სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის შემდეგ ითვლება წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული ქ. ბათუმისმერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებად.
4. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით, მოქმედიკანონმდებლობით დადგენილი წესით.